Tag Archives: სიყვარულის ისტორია

ბედნიერება უდღეოა

ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანის საფლავის ეპიტაფიაა: დაიბადა ლივორნოში 1884 წლის 12 ივლისს, გარდაიცვალა პარიზში, 1920 წლის 24 იანვარს. დიდების კართან წამოეწია სიკვდილი.

 

ცოტა ქვემოთ კი, იმავე დაფაზე, წერია: დაიბადა პარიზში, 1898 წლის 6 აპრილს, გარდაიცვალა პარიზში 1920 წლის წელს, 25 იანვარს, ამადეო მოდელიანის ერთგული თანამგზავრი, ვინც სიკვდილი არჩია მასთან განშორების ტანჯვას.

 

 

1917 წლის ივლისში, მოდილიანმა გაიცნო ჟანა ებიუტერნი, მაშინ ცხრამეტი წლის იყო, მოდილიანი კი ოცდაცამეტის.

Continue reading

ფრიდა კალო

Frida Kahlo

Frida Kahlo

1915 წლის, 17 სექტემბერს, მეხიკოს ცენტრში სანხუანის მოედანზე მოხდა ავარია, გზაჯვარედინზე ერთმანეთს შეასკდა ომნიბუსი და ტრამვაი. აქედან დაიწყო ფრიდა კალოს ტანჯვა. მრავალი ოპერაცია ხერხემალზე… სამი იძულებითი აბორტი, ფეხის ამპუტაცია. ეს ჯოჯოხეთი მას გადაატანინა ქმარმა, ცნობილმა მექსიკელმა მხატვარმა, დიეგო რივერამ და მხატვრობამ. “მე არ მოვკვდი- თქვა მან ავარიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ- მე ვიპოვნე მიზეზი ცხოვრებისთვის: მხატვრობა!”

 

თითქმის ოცდაათი წელი, ფრიდა კალო ფუნჯით იგერიებდა სიკვდილს. იგი გარდაიცვალა 1954 წელს, 47 წლის ასაკში. ამ პერიოდში იგი უკვე იყო ყველაზე ცნობილი მექსიკელი მხატვარი.

Continue reading

პატარა გოგონას სიყვარული გოეთესადმი

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

ფრანკურტელი ვაჭრის ფრანც ბრენტანოს სრულიად ახალგაზრდა და- ბეტტინა პატარაობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით. ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით უყვარდა იმ დროისთვის უკვე საქვეყნოდ ცნობილი პოეტის გოეთეს ლექსები. მისი ინტერესი იმდენად დიდი იყო პოეტისადმი, რომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ენახა გოეთე. გოეთე მაშინ 60 წელს იყო მიტანებული. და აი, 22 წლის ქალიშვილი, 1807 წელს მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული, გაიპარა ქალაქ ვაიმარში და გაეცნო გოეთეს.

 

შემდგომში მწერალმა ქალმა შესანიშნავად აღწერა გოეთეს სამყარო, თავის ნაწარმოებში “გოეთეს მიმოწერა ბავშვთან”.

Continue reading

ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი

“მას საოცრად უყვარდა სიცოცხლე, ამიტომაც მუდამ მოძრაობაში იყო. მონაწილეონდა ორ მსოფლიო ომში, ბევრს მოგზაურობდა, არ იკლებდა ნადირობასა და ქალებს”.

 

ჰემინგუეის პირველი ცოლი, ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონი ასაკით მასზე უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, მწერალს ის თავდავიწყებით შეუყვარდა. ცოლს ხშირად და დიდხანს უკითხავდა თავის ნაწარმოებებს. ელიზაბეტი მოთმინებით უსმენდა, არ აგრძნობინებდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდა მომაბეზრებელ კითხვას. მაშინ ჰემინგუეი ჯერ არ იყო ცნობილი მწერალი. ის, რომ ცოლს ნაწარმოებები მოსწონდა, აღფრთოვანებდა და სტიმულს აძლევდა მეტი ემუშავა. Continue reading