Tag Archives: სილამაზე

როგორ დავდივართ…

მოდით, შევამოწმოთ სწორად დავდივართ თუ არა. დადექით, გაჭიმეთ მუხლები, თუკი გიჭირთ ამ მდგომარეობაში წონასწორობის შენარჩუნება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სიარული ჯერაც არ გისწავლიათ. გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, რამდენჯერ მიგიღიათ შემდეგი სახის შენიშვნა: გაიმართე ბეჭებში, ასწიე თავი, გადადგი პატარა ნაბიჯები და ა.შ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ მერწმუნეთ, სწორი, ლამაზი, სიარულის მანერა ქალს საოცარ მომხიბვლელობას მატებს.

 

აღმოსავლელ ქალებს ოდითგანვე მომხიბვლელი და ნარნარი სიარული ახასიათებდათ. ეს ნაწილობრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ ამ ქალების უმრავლესობას, ბავშვობიდან უხდება თავებით სხვადასხვა სახის სიმძიმის ტარება, კალათა იქნება ეს თუ წყლით სავსე დოქი. ასეთი სისტემატიური ვარჯიში, ამაგრებს კისრისა და ზურგის კუნთებს, ხელს უწყობს სწორი სიარულის მანერის გამომუშავებას.

Continue reading

სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ 2

Sophia Loren

Sophia Loren

სოფი ლორენს არასდროს გასჭირვებია იდეალური წონის შენარჩუნება. კვების რეჟიმს იგი მხოლოდ ტანის სილამაზისთვის როდი იცავს. რეჟიმი ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობისთვისაც სჭირდება. საკუთარი გამოცდილებიდან მან ასეთი დასკვნები გამოიტანა: ჭამოს სამჯერ დღეში, თან ცოტ-ცოტა. სცდება ის, ვინც საუზმეზე მხოლოდ ფინჯან ყავას სვამს-ხილი ან პურის ნაჭერი სამუშაო დღის დასაწყისში აუცილებელია. სადილი შედარებით მსუყე უნდა მივირთვათ-ცოტაოდენი ხორცი ან თევზი, სალათა, სპაგეტი და ფინჯანი ყავა. ვახშამიც იმავე კერძებისგან შეიძლება შედგებოდეს, ოღონდ ულუფა უნდა შემცირდეს. ვახშამს სოფი ლორენი ერთ ჭიქა ღვინოს აყოლებს, დღის განმავლობაში კი უეჭველად სვამს შვიდ ჭიქა წყალს.

Continue reading

სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ

sophia loren

sophia loren

იდეალური სილამაზე  მირაჟია. ვარცხნილობის შეცვლა სახის ოვალის გათვალისწინებით, ეფექტური ნელსაცხებლის ხმარება, ოსტატურად გაკეთებული მაკიაჟი, ახალი ტანსაცმელი, ცხადია ალამაზებს ქალს, მაგრამ თუ ქალს საკუთარი თავის რწმენა არა აქვს, არ შეუძლია ბუნებრივად იაროს, იცინოს, მაშინ მის სილამაზეს აკლია მთავარი რამ- სულიერება. დისციპლინა, გარდა იმისა რომ ცხოვრებისეული წარმატებისკენ გვიხსნის გზას, ქალის სილამაზის საწინდარიცაა. ალბათ, ბევრს ჰგონია რომ კინოვარსკვლავებს არავითარი ძალისხმევა არ სჭირდებათ სილამაზის შესანარჩუნებლად. ეს დიდი შეცდომაა. ლამაზი ქალიშვილი, სინორჩესთან ერთად კარგავს მომხიბვლელობას, თუ არ გამოიმუშავა თვითდისციპლინის გრძნობა. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ასპექტია დისციპლინისა. მეორე ასპექტში შსედის კვების მკაცრი რეჟიმი, თმის მოვლა, მაკიაჟი და მოდაზე ფეხის გონივრულად აწყობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობის არჩევას, მაგრამ სოფი ლორენის აზრით, ზოგიერთი, აქამდე ჭეშმარიტად მიჩნეული აზრი დღეს მოძველებულია. წესით,თხელი თმის პატრონმა თმა არ უნდა გაიშალოს, მაგრამ ძალიან ბევრ თხელთმიან ქალს შვენის ასეთი ვარცხნილობა.

Continue reading

მათთვის,ვისაც ცხიმიანი თმა აქვს

michail woloszynowicz

michail woloszynowicz

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ,თავი დაიბანეთ ორ დღეში ერთხელ. იხმარეთ სპეციალურად ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. თმები აიქაფეთ მხოლოდ ერთხელ.არ არის საჭირო თავის კანის ინტენსიური დაზელვა. საპონის მაგივრად თმის დასაბანად იხმარეთ ე.წ. “თავის დასაბანი მიწა”, ამ ხერხით მშვენიერი ქართველი ქალები ძველთაგანვე სარგებლობდნენ. ძალიან კარგი იქნება თუ თავის კანში შეიზელთ, რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნაერთებიდან:

 

  • ავიღოთ 25გრამი ხახვის ფუჩეჩი და დავასხათ ასი მილილიტრი 60%-იანი სპირტი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი ხმელი მიხაკი და დავდგათ ბნელ ადგილზე. თოთხმეტი დღის შემდეგ ნაყენი მზად არის. თუ ამ ნაყენს ყოველდღიურად შეიზელთ თავის კანში ,ერთი თვის შემდეგ ქერტლი გაგიქრებათ და ცხიმიანობაც შეგიმცირდებათ.

Continue reading

როგორ მოვუაროთ თმას

emily soto

emily soto

გავრცელებულია აზრი, რომ ლამაზი, სქელი თმა ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ამის მიზეზად ასახელებენ რადიაციას, ეკოლოგიურ პრობლემებს, ნერვიულ სტრესს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თმას მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდება.

ოდითგანვე სქელი და ლამაზი თმა, ქალის გარეგნობის შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. ასეა დღესაც, მოვლილი თმა და სწორად შერჩეული ვარცხნილობა, ქალს მომხიბვლელობას მატებს.

Continue reading

ორთქლის აბაზანა და ზედმეტი წონა

Анастасия Николаева

Анастасия Николаева

ორთქლის აბაზანის სწორად მიღება გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ამ აბაზანების დროს სხეულის მასა კლებულობს, ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის ხარჯზე. ერთი პროცედურის დროს გამოიდევნება ორ ლიტრამდე წყალი და მასთან ერთად მავნე ნივთიერებები, მაგრამ წყალი შეიცავს მინერალურ მარილებსაც. მინერალური მარილების დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა. სწორედ ამის გამო, ორთქლის აბაზანით წონაში სწრაფი დაკლება რეკომენდირებული არ არის. არ შეიძლება ორთქლში ხანგრძლივად ყოფნა, ანდა ძალიან მაღალი ტემპერატურის გამოყენება.

Continue reading

წყალი და სილამაზე

Emmanuel VASSAL

Emmanuel VASSAL

აბაზანა ეს არის აუცილებელი პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს სხეულის გაკაჟებას, გაჯანსაღებას და გალამაზებას.

 

ჩვენი კანი დღის განმავლობაში, იფარება ოფლით და მტვერით. ამ “ნიადაგზე” შეიძლება გამრავლდეს მილიონობით მიკრობი. დადგენილია, რომ კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე არის 40 მილიონი ბაქტერია. ერთი აბაზანის მიღების შემდეგ დაახლოებით 10 მილიონი ბაქტერია იღუპება. მარტო ამ მაგალითიდანაც ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი ჯანმრთელობისათვის აბაზანის მიღება. ბანაობის დროს ფორები იხსნება, კანი იწყებს სწორად ფუნქციონირებას, სრულყოფილად ეხმარება ფილტვებსა და თირკმელებს.

 

ნებისმიერი აბაზანა ორგანიზმს დასვენებისა და მოდუნების საშუალებას აძლევს. მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რა სახის აბაზანას მივიღებთ ის ან გაგვაკაჟებს, ან დაგვამშვიდებს, ან გაგვალამაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ გვიმკურნალებს კიდეც.

 

აბაზანის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: Continue reading