Tag Archives: ნია

ოფიციალურად მეოთხე კურსელი

CSM

CSM

აი, უკვე 2 დღეა რაც გამოცდებს მოვრჩი და მესამე კურსელი აღარ ვარ… რომ ვთქვა უნივერსიტეტი მომენატრა უკვე-მეთქი, მოგატყუებთ, არადა წინა წელს, დამთავრებისთანავე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოსდა ვერ გადავიტანდი დასვენებებს და ერთი სული მქონდა სექტემბერი მალე მოსულიყო. ალბათ, მაშინ უფრო მომწონდა უნივერსიტეტი და გარემო. ხოდა, მოკლედ, რადგან მოწონება/არმოწონებაზე მიდგა საქმე, გავიხსენებ რა მოხდა კარგი და რა ცუდი, რა მომწონდა და რა არა.

 

რა მოხდა ამ წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი? რადიო “თავისუფლება”-ში ვიყავი სტაჟირებაზე, მაგრამ ეს უნივერსიტეტის დამსახურებაა- მეთქი, რომ ვთქვა მოგატყუებთ, უნივერსიტეტის დამსახურება კი რაში გამოიხატება ხოლმე, სტაჟირებაზე უშვებენ სტუდენტებს.სხვათაშორის, კავკასიის უნივერსიტეტი განთქმულია ამით, თუმცა… Continue reading

Advertisements

გილოცავთ დაბადების დღეს!

ორჰან ფამუქი

ორჰან ფამუქი

როდის დაიბადე დე, ან შენ, ორჰან? მაშინ როცა მზე იყო ცაზე, როცა წვიმდა თუ მაშინ, როცა ქარი ქროდა?! სავარაუდოდ მზე იქნებოდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დაიბადეთ და არსებობთ იქ სადაც მე ვარ, უფროსწორედ, სადაც სხეულით  ვარ (თბილისში) და სადაც სულით ვარ (თურქეთში).  ჰოდა გილოცავთ იმას, რომ ხართ, რომ ოდესღაც გაჩნდით და თქვენი წყალობით ვარ მე ისეთი, როგორიც ვარ! ჰოდა მიყვარხართ ძალიან, ძალიან და მინდა რომ სულ ჩემთან იყოთ, ჩემ გვერდით და ჩემს გულში!

ბონუსად…

Continue reading

ჩვენ ვხედავთ მზეს!

ჩვენ ვხედავთ მზეს

“მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.”

 

რომელი ზღაპარი გიყვართ განსაკუთრებით? მე არ მიყვარს ზღაპრები იმიტომ, რომ არ მაქვს წაკითხული, არც მშობლები მიკითხავდნენ ბავშვობაში … არა, კი არ ეზარებოდათ, უბრალოდ მე არ ვუსმენდი… ერთადერთი მამას მოყოლილ ზღაპარს ვუსმენდი “სამი გოჭი” და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ განებივრებული არ ვიყავი მამასგან ასეთი საქციელებით, ისეთია, სითბოს რომ ვერ გამოხატავენ ხოლმე… მგავს…

 

თემას დავუბრუნდეთ… ყველას უკვირდა რომ ვამბობდი, არ ვიცი ზღაპრები,მარტო ნანახი მაქვს-მეთქი..

Continue reading