Tag Archives: კავკასიის უნივერსიტეტი

ოფიციალურად მეოთხე კურსელი

CSM

CSM

აი, უკვე 2 დღეა რაც გამოცდებს მოვრჩი და მესამე კურსელი აღარ ვარ… რომ ვთქვა უნივერსიტეტი მომენატრა უკვე-მეთქი, მოგატყუებთ, არადა წინა წელს, დამთავრებისთანავე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოსდა ვერ გადავიტანდი დასვენებებს და ერთი სული მქონდა სექტემბერი მალე მოსულიყო. ალბათ, მაშინ უფრო მომწონდა უნივერსიტეტი და გარემო. ხოდა, მოკლედ, რადგან მოწონება/არმოწონებაზე მიდგა საქმე, გავიხსენებ რა მოხდა კარგი და რა ცუდი, რა მომწონდა და რა არა.

 

რა მოხდა ამ წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი? რადიო “თავისუფლება”-ში ვიყავი სტაჟირებაზე, მაგრამ ეს უნივერსიტეტის დამსახურებაა- მეთქი, რომ ვთქვა მოგატყუებთ, უნივერსიტეტის დამსახურება კი რაში გამოიხატება ხოლმე, სტაჟირებაზე უშვებენ სტუდენტებს.სხვათაშორის, კავკასიის უნივერსიტეტი განთქმულია ამით, თუმცა… Continue reading

Advertisements