Tag Archives: თმა

სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ 2

Sophia Loren

Sophia Loren

სოფი ლორენს არასდროს გასჭირვებია იდეალური წონის შენარჩუნება. კვების რეჟიმს იგი მხოლოდ ტანის სილამაზისთვის როდი იცავს. რეჟიმი ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობისთვისაც სჭირდება. საკუთარი გამოცდილებიდან მან ასეთი დასკვნები გამოიტანა: ჭამოს სამჯერ დღეში, თან ცოტ-ცოტა. სცდება ის, ვინც საუზმეზე მხოლოდ ფინჯან ყავას სვამს-ხილი ან პურის ნაჭერი სამუშაო დღის დასაწყისში აუცილებელია. სადილი შედარებით მსუყე უნდა მივირთვათ-ცოტაოდენი ხორცი ან თევზი, სალათა, სპაგეტი და ფინჯანი ყავა. ვახშამიც იმავე კერძებისგან შეიძლება შედგებოდეს, ოღონდ ულუფა უნდა შემცირდეს. ვახშამს სოფი ლორენი ერთ ჭიქა ღვინოს აყოლებს, დღის განმავლობაში კი უეჭველად სვამს შვიდ ჭიქა წყალს.

Continue reading

სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ

sophia loren

sophia loren

იდეალური სილამაზე  მირაჟია. ვარცხნილობის შეცვლა სახის ოვალის გათვალისწინებით, ეფექტური ნელსაცხებლის ხმარება, ოსტატურად გაკეთებული მაკიაჟი, ახალი ტანსაცმელი, ცხადია ალამაზებს ქალს, მაგრამ თუ ქალს საკუთარი თავის რწმენა არა აქვს, არ შეუძლია ბუნებრივად იაროს, იცინოს, მაშინ მის სილამაზეს აკლია მთავარი რამ- სულიერება. დისციპლინა, გარდა იმისა რომ ცხოვრებისეული წარმატებისკენ გვიხსნის გზას, ქალის სილამაზის საწინდარიცაა. ალბათ, ბევრს ჰგონია რომ კინოვარსკვლავებს არავითარი ძალისხმევა არ სჭირდებათ სილამაზის შესანარჩუნებლად. ეს დიდი შეცდომაა. ლამაზი ქალიშვილი, სინორჩესთან ერთად კარგავს მომხიბვლელობას, თუ არ გამოიმუშავა თვითდისციპლინის გრძნობა. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ასპექტია დისციპლინისა. მეორე ასპექტში შსედის კვების მკაცრი რეჟიმი, თმის მოვლა, მაკიაჟი და მოდაზე ფეხის გონივრულად აწყობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობის არჩევას, მაგრამ სოფი ლორენის აზრით, ზოგიერთი, აქამდე ჭეშმარიტად მიჩნეული აზრი დღეს მოძველებულია. წესით,თხელი თმის პატრონმა თმა არ უნდა გაიშალოს, მაგრამ ძალიან ბევრ თხელთმიან ქალს შვენის ასეთი ვარცხნილობა.

Continue reading

მათთვის,ვისაც ცხიმიანი თმა აქვს

michail woloszynowicz

michail woloszynowicz

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ,თავი დაიბანეთ ორ დღეში ერთხელ. იხმარეთ სპეციალურად ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. თმები აიქაფეთ მხოლოდ ერთხელ.არ არის საჭირო თავის კანის ინტენსიური დაზელვა. საპონის მაგივრად თმის დასაბანად იხმარეთ ე.წ. “თავის დასაბანი მიწა”, ამ ხერხით მშვენიერი ქართველი ქალები ძველთაგანვე სარგებლობდნენ. ძალიან კარგი იქნება თუ თავის კანში შეიზელთ, რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნაერთებიდან:

 

  • ავიღოთ 25გრამი ხახვის ფუჩეჩი და დავასხათ ასი მილილიტრი 60%-იანი სპირტი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი ხმელი მიხაკი და დავდგათ ბნელ ადგილზე. თოთხმეტი დღის შემდეგ ნაყენი მზად არის. თუ ამ ნაყენს ყოველდღიურად შეიზელთ თავის კანში ,ერთი თვის შემდეგ ქერტლი გაგიქრებათ და ცხიმიანობაც შეგიმცირდებათ.

Continue reading

ვისაც მშრალი თმა აქვს

charles hildreth

charles hildreth

არასოდეს არ დაიბანოთ თავი ძალიან ცხელი წყლით და არ გაიშროთ ცხელი ჰაერით. ეცადეთ არ გაიხუნოთ თმა. თუ ღია ფერის თმა გაქვთ, დაბანის შემდეგ გადაივლეთ გვირილის ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება, უნდა ავიღოთ ორი სუფრის კოვზი გამხმარი გვირილა, დავასხათ ერთი ლიტრა წყალი და ვადუღოთ ხუთი წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გადავწუროთ. თუ ამასთანავე თმის ოდნავ გაღიავებაც გინდათ, მაშინ უნდა აიღოთ ოთხი-ხუთი კოვზი გვირილა, დაასხათ ნახევარი ლიტრა წყალი და ადუღოთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ნახარში გააცივეთ და გადაწურეთ. იმის მიხედვით თუ რამდენად გინდათ თმის ფერის შეცვლა, ნაყენი დაიტოვეთ თხუთმეტი წუთიდან, ნახევარ საათამდე. გადავლებისას გაუფრთხილდით თვალებს.

Continue reading

როგორ მოვუაროთ თმას

emily soto

emily soto

გავრცელებულია აზრი, რომ ლამაზი, სქელი თმა ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ამის მიზეზად ასახელებენ რადიაციას, ეკოლოგიურ პრობლემებს, ნერვიულ სტრესს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თმას მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდება.

ოდითგანვე სქელი და ლამაზი თმა, ქალის გარეგნობის შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. ასეა დღესაც, მოვლილი თმა და სწორად შერჩეული ვარცხნილობა, ქალს მომხიბვლელობას მატებს.

Continue reading