Tag Archives: ასანა

სუნთქვითი ვარჯიშები

daan verhoeven

daan verhoeven

იოგების სისტემაში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სუნთქვით ვარჯიშებს, რომელსაც მივყავართ არა მხოლოდ ფილტვების ვენტილაციის გაუმჯობესებასთან და სისხლის ჟანგბადით გაჯერებასთან, არამედ დიაფრაგმის გადიდებასთან, შინაგანი ორგანოების თვითმასაჟთან.

 

იოგების მოძღვრების თანახმად, სუნთქვითი ვარჯიშების საშუალებით გამომუშავდება “პრანა”. იგი მიჩნეულია სასიცოცხლო ძალად. “პრანა” ნიშნავს სიცოცხლეს, სიცოცხლე კი სუნთქვაა: ჩვენ ვცოცხლობთ მანამდე, სანამ ვსუნთქავთ, და ვსუნთქავთ მანამდე, სანამ ვცოცხლობთ. Continue reading

იოგა

იოგა უძველესი სისტემაა, რომელიც ჩამოყალიბდა ინდოელი პატანჯალის მიერ ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. “იოგა” სანსკრიტული სიტყვაა და შეერთებას, ფართო მნიშვნელობით კი სხეულისა და გონების გაერთიანებას, აზრთა თავმოყრას, განჭვრეტას ნიშნავს. ამ რელიგიურ- ფილოსოფიური მოძღვრების მიხედვით, ადამიანს ძალუძს თვითჭვრეტის, თვითჩაწვდომის გზით შეუერთდეს ბუნებრივ ძალებს, გაიკაჟოს სხეული და მიაღწიოს სულიერი ძალების რეგულაციის უმაღლეს დონეს.

 

ინდოეთში ეს სისტემა საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. იოგას ერთიან სისტემაში ყალიბდებოდა ახალი მიმდინარეობები, სკოლები რომლებიც უკეთ პასუხობდნენ დროთა მოთხოვნებს. დღეისათვის არის შემდეგი მიმდინარეობები:

Continue reading