Category Archives: ფსიქოლოგია

მოთხოვნილებათა იერარქია

მოთხოვნილებათა იერარქია

მოთხოვნილებათა იერარქია

აბრაამ მასლოუ თვლიდა რომ, ადამიანები მოტივირებულნი არიან პიროვნული მიზნის ძებნისთვის და ეს სძენს მათ ცხოვრებას მნიშვნელობასა და აზრს. მაშასადამე, მოტივაციის პროცესი ვლინდება პიროვნების ჰუმანისტური თეორიის ცენტრად. მასლოუ ფიქრობდა, რომ ადამიანი იშვიათად აღწევს სრული, საბოლოო კმაყოფილების მდგომარეობას. თუ ერთი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული იქნება, მაშინ მეორე გამოვლინდება ზედაპირზე და მისკენ მიემართება ადამიანის ყურადღება და ძალისხმევა.

Continue reading

Advertisements

ცოტა რამ არტთერაპიის შესახებ

კლასიკური ფსიქოანალიზის მიხედვით, მხატვრული შემოქმედება სუბლიმაციის კერძო ასპექტია და ინსტიქტური (სექსუალური თუ თავდაცვის) მოთხოვნილების მხატვრულ წარმოდგენად (როგორიცაა ლექსი, ფერწერული ტილო და ა.შ) გარდაქმნას უკავშირდება.

 

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდის მიხედვით, შემოქმედებას ბევრი აქვს საერთო სიზმართან, და, როგორც სიზმარი, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას გულისხმობს. ავტორის გაგებით, მხატვრული სიმბოლო ინსტიქტური მოთხოვნილების საგნისა და რეალური ობიექტის ილუზიურ შეთავსებას ახდენს; რეალურად მიუწვდომელი საგანი სიზმრებისა და შემოქმედების წყალობით მისაწვდომი ხდება. მაგალითად, ბავშვი რომელსაც ალერგიის გამო მარწყვი ეკრძალება, სიზმარში მარწყვს მიირთმევს. ფროიდის მიხედვით, მსგავსი მექანიზმი ხელოვნებასთან მიმართებაშიც იჩენს თავს; შემოქმედებითი ხელოვანი ეუფლება და წვდება იმას, რაც რეალობაში მიუწვდომელია.

Continue reading