Category Archives: ფოტოგრაფია

თავი აარიდეთ ბანალურობას

Елена Карнеева

Елена Карнеева

ყოველდღიურად ვხედავთ ერთი და იგივე სურათებს: მხატვრულ ფოტოებზე აღბეჭდილია პარკში მოთამაშე ბავშვი, ან მასხარა შიმპანზე და ა.შ. ფოტოგრაფები ისე ხშირად იღებენ ბავშვებს და ცხოველებს, რომ ეს თემები უკვე ბანალურად მიიჩნევა.

რობერტ გარვინი ამბობს:

Continue reading

Advertisements

გადაღების მაღალი და დაბალი წერტილი

kir kond

kir kond

ადამიანები, სამყაროს უყურებენ დამჯდარი ან ფეხზემდგომი, შესაბამისად, სხვადასხვა სიმაღლიდან გადაღება ფოტოსურათებს განსაკუთრებულად საინტერესოდ აქცევს. გადაიღეთ როგორც ოცდაათსართულიანი შენობის სიმაღლიდან, ასევე კანალიზაციის ჭიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მნახველისთვის ეს იქნება საგნების ახლებული, არაჩვეულებრივი ხედვა.

 

 

ყოველთვის ეცადეთ მოერიდოთ სტანდარტულ სურათებს, თუნდაც იღებდეთ ჩვეულებრივ ოთახში მიმდინარე კრებას. გადაიღეთ სკამზე დამდგარმა ან იატაკზე მჯდომმა.

Continue reading

საშუალო პლანი მოგვითხრობს ამბავს

andrea Giorgi

andrea Giorgi

საშუალო პლანმა ერთ სურათში უნდა მოგვითხროს ამბავი. ისეთი მანძილიდან გადაიღეთ, რომ გარკვევით ჩანდეს ფოტოზე ასახული ობიექტების მოქმედება; შეარჩიეთ დისტანცია იმისთვის, რომ  გაარჩიოთ ობიექტების დამოკიდებულება ერთმანეთისა და გარემოს მიმართ. საშუალო პლანით გადაღებული ფოტო, ყველა იმ ელემენტს შეიცავს, რომელიც საჭიროა ამბის მოსათხრობად.

 

უბედური შემთხვევის ამსახველ სურათზე მსხვერპლი შეიძლება ნაჩვენები იყოს წინა პლანზე, დაჭეჭყილი მანქანა კი-უკანა პლანზე. Continue reading

ახლო პლანით გადაღება

afzal khan

afzal khan

სურათისთვის მეტი შთამბეჭდაობის მისანიჭებლად შეუცვლელი ხერხია ახლო ხედით გადაღება. ასეთ ინტიმურ მანძილზე სურათის გმირის სახე, იქნება ის ტკივილისგან შეწუხებული თუ ბედნიერებისგან გაბრწყინებული, თანაგრძნობას იწვევს მნახველში.

 

მაინც რამდენად ახლოს უნდა იყოს ახლო პლანი?

Continue reading

ფართო პლანი ქმნის განწყობას

Shahanski Bogdan

Shahanski Bogdan

თუ პიროვნება თავად იმყოფება რაიმე მოვლენის შუაგულში, ის თვალებს აცეცებს ხოლმე აქეთ-იქით, რათა სრულიად აღიქვას ის, რაც ირგვლივ ხდება. მნახველს იგივე შესაძლებლობას სთავაზობს ფართო პლანით გადაღებული სურათი. მისი მეშვეობით, მნახველი ადვილად ახერხებს ორიენტირებას.

ფართო პლანით გადაღებული სურათი, გვიჩვენებს სად ხდება მოქმედება: შენობაში, შენობის გარეთ, სოფლად თუ ქალაქში, როდის ხდება ამბავი: დღისით, ღამით და ა.შ. ასეთი ფოტოსურათი განსაზღვრავს ამბის მოქმედ პირთა ერთმანეთის მიმართ ადგილმდებარეობას.

ფართო პლანი ითხოვს გადაღების მაღალი წერტილის გამოყენებას. Continue reading