Category Archives: მხატვრები

ბედნიერება უდღეოა

ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანის საფლავის ეპიტაფიაა: დაიბადა ლივორნოში 1884 წლის 12 ივლისს, გარდაიცვალა პარიზში, 1920 წლის 24 იანვარს. დიდების კართან წამოეწია სიკვდილი.

 

ცოტა ქვემოთ კი, იმავე დაფაზე, წერია: დაიბადა პარიზში, 1898 წლის 6 აპრილს, გარდაიცვალა პარიზში 1920 წლის წელს, 25 იანვარს, ამადეო მოდელიანის ერთგული თანამგზავრი, ვინც სიკვდილი არჩია მასთან განშორების ტანჯვას.

 

 

1917 წლის ივლისში, მოდილიანმა გაიცნო ჟანა ებიუტერნი, მაშინ ცხრამეტი წლის იყო, მოდილიანი კი ოცდაცამეტის.

Continue reading

Advertisements

ფრიდა კალო

Frida Kahlo

Frida Kahlo

1915 წლის, 17 სექტემბერს, მეხიკოს ცენტრში სანხუანის მოედანზე მოხდა ავარია, გზაჯვარედინზე ერთმანეთს შეასკდა ომნიბუსი და ტრამვაი. აქედან დაიწყო ფრიდა კალოს ტანჯვა. მრავალი ოპერაცია ხერხემალზე… სამი იძულებითი აბორტი, ფეხის ამპუტაცია. ეს ჯოჯოხეთი მას გადაატანინა ქმარმა, ცნობილმა მექსიკელმა მხატვარმა, დიეგო რივერამ და მხატვრობამ. “მე არ მოვკვდი- თქვა მან ავარიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ- მე ვიპოვნე მიზეზი ცხოვრებისთვის: მხატვრობა!”

 

თითქმის ოცდაათი წელი, ფრიდა კალო ფუნჯით იგერიებდა სიკვდილს. იგი გარდაიცვალა 1954 წელს, 47 წლის ასაკში. ამ პერიოდში იგი უკვე იყო ყველაზე ცნობილი მექსიკელი მხატვარი.

Continue reading