Category Archives: აღმოსავლური კულტურა

წვეთი სიბრძნის ოკეანიდან

თბილისის აშრამი

თბილისის აშრამი

კრიშნაიდური მოძღვრება ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში და მასზედ ყურმოკვრით ალბათ ყველას სმენია რაიმე. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიური შემწყნარებლობით. აქ მცხოვრებმა მრავალი სარწმუნოების აღმსარებელმა ერმა დადგა თავისი ღმერთის სალოცავი ტაძარი, მეჩეთი თუ სინაგოგა. თავად ქართველმა კაცმა კი უკვე თექვსმეტ საუკუნეზე მეტია რაც მართმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაში ჰპოვა უფლისკენ მიმავალი გზა. დღეს კი, ჩვენ ვიმყოფებით თბილისში, ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც ჩვენთვის შეიძლება სრულიად უცხო რელიგიურ კურსს ემსახურებიან. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ მათ.

Continue reading

Advertisements

სუნთქვითი ვარჯიშები

daan verhoeven

daan verhoeven

იოგების სისტემაში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სუნთქვით ვარჯიშებს, რომელსაც მივყავართ არა მხოლოდ ფილტვების ვენტილაციის გაუმჯობესებასთან და სისხლის ჟანგბადით გაჯერებასთან, არამედ დიაფრაგმის გადიდებასთან, შინაგანი ორგანოების თვითმასაჟთან.

 

იოგების მოძღვრების თანახმად, სუნთქვითი ვარჯიშების საშუალებით გამომუშავდება “პრანა”. იგი მიჩნეულია სასიცოცხლო ძალად. “პრანა” ნიშნავს სიცოცხლეს, სიცოცხლე კი სუნთქვაა: ჩვენ ვცოცხლობთ მანამდე, სანამ ვსუნთქავთ, და ვსუნთქავთ მანამდე, სანამ ვცოცხლობთ. Continue reading

ॐ भूर्भुवः स्वः तत्सवितुर्वरेण्यं भर्गो देवस्य धीमहि धियो यो नः प्रचोदयात् ॥

”აუმ, ჩვენ ვუძღვნით მთელ ჩვენს ყურადღებას მზის ღვთაებრივ ბრწყინვალებას, სამი სამყაროს საწყისს. დაე გაგვანათლოს უზენაესმა, რათა ჭეშმარიტება შევიცნოთ”.

oṃ bhūr bhuvaḥ svaḥ tát savitúr váreniyaṃ bhárgo devásya dhīmahi dhíyo yó naḥ pracodáyāt.

Continue reading

იოგა

იოგა უძველესი სისტემაა, რომელიც ჩამოყალიბდა ინდოელი პატანჯალის მიერ ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. “იოგა” სანსკრიტული სიტყვაა და შეერთებას, ფართო მნიშვნელობით კი სხეულისა და გონების გაერთიანებას, აზრთა თავმოყრას, განჭვრეტას ნიშნავს. ამ რელიგიურ- ფილოსოფიური მოძღვრების მიხედვით, ადამიანს ძალუძს თვითჭვრეტის, თვითჩაწვდომის გზით შეუერთდეს ბუნებრივ ძალებს, გაიკაჟოს სხეული და მიაღწიოს სულიერი ძალების რეგულაციის უმაღლეს დონეს.

 

ინდოეთში ეს სისტემა საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. იოგას ერთიან სისტემაში ყალიბდებოდა ახალი მიმდინარეობები, სკოლები რომლებიც უკეთ პასუხობდნენ დროთა მოთხოვნებს. დღეისათვის არის შემდეგი მიმდინარეობები:

Continue reading

ინდური ქორწილი

Dinesh Jeram

Dinesh Jeram

ყველაზე მხიარული ქორწილი მთელ მსოფლიოში ინდოელებს აქვთ. როცა ოჯახი იქმნება ნეფეც და დედოფალიც დასტის (ფენის) წარმომადგენლი უნდა იყოს, რადგან მდიდარს ღარიბ ცოლს არ მოაყვანინებენ, ისევე როგორც ღარიბს არ მიათხოვებენ მდიდარს. სხვათა შორის, ღარიბ ოჯახში დაბადებული და მეე გამდიდრებული ადამიანი მაინც ბოლომდე დაბალი ფენის წარმომადგენელი იქნება.

თხოვა- გათხოვებას ნეფე-პატარძალის მშობლები აგვარებენ.

Continue reading