როგორ დავდივართ…

მოდით, შევამოწმოთ სწორად დავდივართ თუ არა. დადექით, გაჭიმეთ მუხლები, თუკი გიჭირთ ამ მდგომარეობაში წონასწორობის შენარჩუნება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სიარული ჯერაც არ გისწავლიათ. გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, რამდენჯერ მიგიღიათ შემდეგი სახის შენიშვნა: გაიმართე ბეჭებში, ასწიე თავი, გადადგი პატარა ნაბიჯები და ა.შ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ მერწმუნეთ, სწორი, ლამაზი, სიარულის მანერა ქალს საოცარ მომხიბვლელობას მატებს.

 

აღმოსავლელ ქალებს ოდითგანვე მომხიბვლელი და ნარნარი სიარული ახასიათებდათ. ეს ნაწილობრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ ამ ქალების უმრავლესობას, ბავშვობიდან უხდება თავებით სხვადასხვა სახის სიმძიმის ტარება, კალათა იქნება ეს თუ წყლით სავსე დოქი. ასეთი სისტემატიური ვარჯიში, ამაგრებს კისრისა და ზურგის კუნთებს, ხელს უწყობს სწორი სიარულის მანერის გამომუშავებას.

მაშასადამე, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ძნელი არ არის შემდეგი დასკვნის გაკეთება-უპირველეს ყოვლისა საჭიროა დავტვირთოთ ხერხემალი, რათა იგი უფრო ძლიერი და ელასტიური გახდეს.

 

დაჯექით იატაკზე, ფეხები გაჭიმეთ, ხერხემალი გამართეთ ,ხელები დაიწყეთ წელზე. შემდეგ ნელ-ნელა გადაწექით ზურგზე. ასევე ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ეს ვარჯიში გაიმეორეთ სულ ცოტა 25-ჯერ მაინც. იგი მშვენივრად მოქმედებს არამარტო ხერხემლის, არამედ მუცლისა და თეძოს კუნთებზეც.

 

თქვენი სიარულის სისწორე უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გიჭირავთ ზურგი და კისერი, მაგრამ ამასთანავე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხებს, ხელებს და მთელი სხეულის სწორ მოძრაობასაც. ცხადია კარგად მორგებული ფეხსაცმელიც ხელს გვიწყობს სწორ სიარულში. უნდა გვახსოვდეს ნაბიჯის გადადგმისას, ჯერ ვდგვამთ ქუსლს და შემდეგ ფეხის წვერს. არ არის რეკომენდირებული, მუდმივად სახლი იქნება ეს თუ ქუჩა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. ამ დროს ქალი ეჩვევა საკმაოდ პატარა ნაბიჯებით სიარულს. ასევე არ არის რეკომენდირებული აბსოლიტურად უქუსლო ფეხსაცმლის ხმარება. ის ხელს უწყობს ე.წ. დაუდევარი სიარულის მანერის გამომუშავებას.

 

ბუნებრივია ისმის კითხვა, მაშ როგორი ფეხსაცმელი უნდა ვიხმაროთ? იდეალური ვარიანტია სამიდან ხუთ სანტიმეტრამდე სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმარება. ეცადეთ სახლშიც დაახლოებით ამ ზომის ფეხსაცმელი იხმაროთ, ეს ყველა სიკეთესთან ერთად, ბრტყელტერფოანობის პროფილაკტიკის საუკეთესო საშუალებაა.

 

ახლა რამდენიმე სიტყვა იმ ვარჯიშების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ მოხდენილი სიარულის მანერის გამომუშავებაში:

 

  •  წელში გამართეთ, ხელები დაიწყვეთ თეძოებზე, თავი ასწიეთ და ერთი წუთის განმავლობაში იარეთ ფეხის წვერებზე, ისე რომ მუხლები არ მოხაროთ.
  • იარეთ რბილად ერთი წუთის განმავლობაში.ჯერ დადგით ფეხის წვერი და მხოლოდ შემდეგ ტერფი.ფეხები ოდნავ მოხარეთ მუხლებში.
  • დადექით ფეხის წვერებზე და ადგილზე იარეთ. სიარულის დროს მკვეთრად მოხარეთ მუხლები, ფეხის ტერფი ამოძრავეთ წვერიდან ქუსლისკენ.
  • ერთი წუთის განმავლობაში ირბინეთ ფეხის წვერებზე, რაც შეიძლება მსუბუქად.
  • შეასრულეთ ვალსის მოძრაობა. იმოძრავეთ წინ, უკან, გვერდზე. შემობრუნდით 360 გრადუსით. შემდეგ იგივე მოძრაობები გაიმეორეთ ფართო ნაბიჯებით. ასე “იცეკვეთ” 2-3 წუთის განმავლობაში.

 

მაშ ასე, ცოტაოდენი ძალისხმევა, ცოტაოდენი მოთმინება და მალე თქვენი ლამაზად სიარულის მანერა, ირგვლივმყოფთა აღფრთოვანების საგნად იქცევა.

Advertisements

Tagged: , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: