ყველაზე გონებადამჯდარი ქალი- კოკო შანელი

კოკო შანელი

კოკო შანელი

კოკო შანელი 12 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა.. მამამ ჯერ კათოლიკურ მონასტერში მიაბარა, შემდეგ კი ობოლთა თავშესაფარში. იქ გოგონებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ. თავშესაფრის დატოვების შემდეგ გაბრიელმა პატარა ქალაქ მულენში მზა ტანსაცმლის მაღაზიაში მკერავად დაიწყო მუშაობა. ამ ქალაქში კავალერისთა გარნიზონი იყო დაბანაკებული და სიფრიფანა, მომხიბვლელ ქალიშვილს არც თაყვანისმცემლები აკლდა.


ერთხელ კაფეშატან “როტონდაში” მოისმინა როგორ მღეროდა, უფრო სწორედ, როგორ კნაოდა ქალი. თავდაჯერებულმა გაბრიელმა განაცხადა, მე მასზე ბევრად უკეთესად ვიმღერებო და მართლაც ამ კაფეშანტაში დაიწყო სიმღერა. ამავე პერიოდში შანელი დაუმეგობრდა ბევრ გამოჩენილ, ფრანგ ხელოვანს, მათ შორის ტულუზ-ლოტრეკს, პიკასოს. მოგვიანებით პაბლო პიკასომ მას  უწოდა

 

ამქვეყნად ყველაზე გონებადამჯდარი ქალი

 

მამაკაცებს იგი იზიდავდა არა მარტო გარეგნობით, არამედ პირადი თვისებებითაც, მტკიცე ხასიათითა და მოულოდნელი გამოხტომებით. კოკო ხან წარმოუდგენლად მომხიბვლელი იყო, ხან უხეში და ცინიკური.

 

… კოკომ “როტონდაში” სიმღერას თავი დაანება და თეთრეულის კერვა დაიწყო, ძალიან მალე სახელი მოიხვეჭა და მდიდარი კლიენტებიც მოუმრავლდნენ. თავიდან კოკო ცდილობდა, ყველაფრისთვის თავისით მიეღწია, მაგრამ კარგ სახელოსნოსა და ქსოვილებს ფული სჭირდებოდა, რაც მას არ გააჩნდა. კოკო დასთანხმდა თავის ძველ მდიდარ თაყვანისმცემელს რომ დროები მის სახლში ეცხოვრა. ბალზანს (კოკოს თაყვანისმცემელს) უამრავი ქალი გარს ეხვია, მაგრამ მას ჯერ ცხენები აინტერესებდა და შემდეგ უკვე- ქალები. ამიტომ მოიხიბლა კოკოთი, რომელიც შესანიშნავი მოჯირითე აღმოჩნდა და მასთან სულიერი სიახლოვეც აკავშირებდა.

 
სწორედ ცხენზე ჯირითისას მოიფიქრა კოკომ პირველი კოსტუმი- ქალისთვის ცხენზე დასაჯდომად მოსახერხებელი სამოსი, ჰასტუხი და მომცრო ზომის მომრგვალებული შლაპა, სამშვენისების გარეშე. არისტოკრატმა ქალებმა მყისვე აიტაცეს ეს მოდა და კოკომაც შლაპების სახელოსნოს გახსნა გადაწყვიტა. კოკოს მხარში ამოუდგა ახალგაზრდა ინგლისელი, მეტსახელად ბოი. ბოი კოკომ ვიშიში გაიცნო, შეუყვარდა და ბალზანი მიატოვა. არტურ კეპელი, ეს ულამაზესი, მდიდარი ახალგაზრდა, შანელის ერთადერთი სიყვარული გახლდათ. არტური მიხვდა რომ გაბრიელს ტანსაცმლის შექმნის ნამდვილი ნიჭი ჰქონდა, ამიტომ ხელს უწყობდა მის წამოწყებებს და პროექტებს უფინანსებდა. კეპელის დახმარებით კოკომ 1910 წელს პარიზში Rue Gambon-ზე პირველი სალონი-ბუტიკი გახსნა, ხოლო სამი წლის შემდეგ, პირველი ფილიალი დოვილში…

 
წარმატებას წარმატება მოჰყვებოდა, თუმც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. აერტურ კეპელმა კოკო მიატოვა და ულამაზეს ლედი დაიანა ლისტერზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ კი, შობის წინადღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ტრაგედიამ კოკოზე საშინლად იმოქმედა. ერთი წლის შემდეგ ბიარიცაში გაიცნო რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ 2-ის ბიძაშვილი, დიდი მთავარი დიმიტრი. დიმიტრი რასპუტინის მკვლელობაში მონაწილეობდა, დედოფლის რისხვას გაერიდა და სპარსეთში გაიქცა. კოკო დიმიტრიზე რვა წლით უფროსი იყო, თუმცა ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. გაღატაკებული დიმიტრი მილიონერმა კოკომ შეიფარა. სწორედ დიმიტრიმ შეახვედრა კოკო პარფიუმერ ერნესტ ბოს, რომლის მამაც, ასევე ცნობილი პარფიუმერი, რუსეთის იმპერატორის ოჯახს ემსახურებოდა. საკუთარი სუნამო- ასეთი რამ არ ჰქონდა არცერთ სამოდელო სახლს და შანელმა ამ თამამი ექსპერიმენტისკენ თამამი ნაბიჯი გადადგა. კოკოს დაკვეთით პარფიუმერმა სხვადასხვა ყვავილის სურნელის ნაზავის ორი სერია დაამუშავა. კოკომ აირჩია ნიმუში N5 და ასე გაჩნდა საოცრად სურნელოვანი და ელეგანტური სუნამო Chanel N5. სხვათა შორის “5″ კოკოს საყვარელი რიცხვია და თავის ახალ კოლექციებს იგი მუდამ 5 რიცხვში აჩვენებდა. ეს სუნამო მყისვე პოპულარული გახდა.
… შანელს არაერთი რომანი ჰქონდა. მათ შორის ვესტმინისტერის ჰერცოგთან, ინგლისელ მდიდარ და ექსცენტრიკულ პერტან. კოკომ მას ცოლად გაყოლაზე უარი ამ სიტყვებით უთხრა:

 

ჰერცოგინია ბევრია,კოკო შანელი კი-ერთადერთი.

 

პოეტი პიერ რევერდი სიკვდილამდე კოკოს ლექსებს უძღვნიდა. მხატვარი და დიზაინერი პოლ ირიბი კი მათი ქორწინების წინადღეს გულის შეტევით გარდაიცვალა.
.. პარიზელები გააოგნა კოკო შანელის რომანმა ფაშისტ მაღალჩინოსან ოფიცერთან ვალტერ შელენბერგთან, ჰიტლერის თანაშემწესთან. სასიყვარულო ურთიერთობა მან ოკუპირებულ პარიზში გააჩაღა, არად ჩააგდო საზოგადოებრივი აზრი. პარიზმა შეიძულა შანელი ამ ურთიერთობის გამო და მანდ საფრანგეთი დატოვა.
1953 წელს, 70 წლის კოკო შანელი პარიზში დაბრუნდა.
… ერთ-ერთ ინტერვიუში შანელმა ასეთი რამ თქვა:

 

”უსიყვარულოდ ქალი ბედნიერი ვერასდროს იქნება.ქალი,რომელსაც არ უყვარს,არარაობაა და მეტი არაფერი-ახალგაზრდაა ქალი თუ მოხუცი,დედა თუ საყვარელი..ქალი,რომელიც არ უყვართ,დაღუპული ქალია.მას შეუძლია მშვიდად მოკვდეს და ეს უკვე აღარ იქნება მნიშვნელოვანი.

Advertisements

Tagged: , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: