ბედნიერება უდღეოა

ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანის საფლავის ეპიტაფიაა: დაიბადა ლივორნოში 1884 წლის 12 ივლისს, გარდაიცვალა პარიზში, 1920 წლის 24 იანვარს. დიდების კართან წამოეწია სიკვდილი.

 

ცოტა ქვემოთ კი, იმავე დაფაზე, წერია: დაიბადა პარიზში, 1898 წლის 6 აპრილს, გარდაიცვალა პარიზში 1920 წლის წელს, 25 იანვარს, ამადეო მოდელიანის ერთგული თანამგზავრი, ვინც სიკვდილი არჩია მასთან განშორების ტანჯვას.

 

 

1917 წლის ივლისში, მოდილიანმა გაიცნო ჟანა ებიუტერნი, მაშინ ცხრამეტი წლის იყო, მოდილიანი კი ოცდაცამეტის.

ჟანას მშობლები მათი ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. ღატაკი, უსახელო მხატვარი, უწესო ცხოვრების მიმდევარი და, რაც მთავარია ებრაელი, სავსებით მიუღებელი იყო ამ კათოლიკური ოჯახისთვის. მათ ფაქტიურად შვილთან ურთიერთობა გაწყვიტეს, მაგრამ ჟანას ხასიათში, ზოგს რომ ჩუმი, დამყოლი და მორჩილი ეჩვენებოდა, იფარებოდა დაუძლეველი ძალა. იგი მზად იყო გაეზიარებინა ამადეოს ცხოვრების მთელი სიმძიმე. მას არც უზრუნვია კანონიერი ქორწინებით დაერეგისტრირებინა თავისი ურთიერთობა მოდილიანთან.

 

გადასახლდნენ პატარა, თითქმის ცარიელ სახელოსნოში.

 

უბედურება ის იყო, რომ ბედის ამ მნიშვნელოვან გარდატეხას არაფერი შეუცვლია მოდილიანის უწესო ცხოვრებაში და აღარც იყო იმედი, რომ ოდესმე მაინც შეიცვლებოდა, არავითარი ოჯახი, არავითარი მყუდროება არ შექმნილა სიცივისგან გათოშილ სახელოსნოში. ეს სახელოსნო ორი ვიწრო ოთახისგან შედგებოდა, რომლის კედლები მოდილიანმა ნარინჯისფრად შეღება. ძალიანაც რომ მოეწადინებინა ჟანას, მაინც ვერასოდეს შეძლებდა შეექმნა თავისი ამადეოსთვის სიმყუდროვე. ძნელია წარმოვიდგინოთ მოდილიანი, რაიმეს რომ ყიდულობდეს მარაგად, თუნდაც ყველაზე აუცილებელს, მეორე დღისთვის. მას არ ჰქონდა არც კარადები, არც თაროები. მის ირგვლივ ყველაფერი იყო გაფანტული, დაჭმუჭნული, გაშიშვლებული. ამასთან ჟანა მეტისმეტად იყო შეყვარებული.

 

… ჟანასთვის სულ მალე ნათელი შეიქმნა, რომ არ შეეძლო ამადეო ეხსნა მთავარი უბედურებისგან- ლოთობისა და ჰაშიშისგან.

 

ზოგჯერ მეტისმეტად უჭირდათ ცხოვრება და იძულებულნი იყვნენ უკანასკნელი პალტოც კი გაეყიდათ.

 

1918 წელს, მოდილიანი მძიმედ დაავადდა ჭლექით. ჟანა ფეხმძიმედ იყო და ისიც ცუდად გრძნობდა თავს. ისინი ნიცაში გაემგზავრნენ სამკურნალოდ. 29 ნოემბერს ჟანას გოგონა შეეძინა. ბავშვი რეგისტრირებული იყო როგორც ჟანა ებიუტერნის შვილი, უცნობი მამაკაცისგან, რადგან მშობლები დაქორწინებულნი არ იყვნენ.

 

ჟანას ნიცაში მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება- უუფლებლობა, დაძაბული ურთიერთობა დედასა და ქმარს შორის, განუწყვეტელი შეგრძნება იმისა, რომ ამ გამგზავრებამ კი არ მოამაგრა, პირიქით უფრო არყია ამადეოს ჯანმრთელობა, თუმცა იგი არასდროს ჩიოდა. არც იმაზე წამოცდენია საყვედური, რომ ამადეოს იშვიათად მიჰყავდა სადმე. ისიც ხომ სრულიად ახალგაზრდა იყო, მასაც უნდოდა გართობა, ახალი ადგილების ნახვა. ნუთუ ყოველივე ამას შთანთქავდა მისი თავგანწირული სიყვარული? ამასთან, იგი მარტო ერთგული მეუღლე კი არა, ნიჭიერი მხატვარიც იყო.

 

1919 წელს ისინი პარიზში დაბრუნდნენ და კვლავ სახელოსნოში დაბინავდნენ. ბავშვზე მზრუნველობა კი დროებით მათმა მეგობარმა იკისრა.

 

მოდილიანს ავადმყოფობა თანდათან უმწვავდებოდა და ზოგჯერ პაროქსიზულ გაშმაგებასაც იწვევდა ჟანას მიმართაც კი.

 

მოდილიანის გარდაცვალების მეორე დღეს, გამთენიისას, დილის 4 საათზე, ჟანა მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადახტა…

საფლავის ქვა

საფლავის ქვა

ჟანა

ჟანა

ბონუსად

ქალი შავი ჰალსტუხით, ამადეო მოდილიანი

ქალი შავი ჰალსტუხით, ამადეო მოდილიანი

მეუღლის პორტრეტი, ამადეო მოდილიანი

მეუღლის პორტრეტი, ამადეო მოდილიანი

ქალი ბავშვით, ამადეო მოდილიანი, 1919

ქალი ბავშვით, ამადეო მოდილიანი, 1919

Advertisements

Tagged: , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: