სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ 2

Sophia Loren

Sophia Loren

სოფი ლორენს არასდროს გასჭირვებია იდეალური წონის შენარჩუნება. კვების რეჟიმს იგი მხოლოდ ტანის სილამაზისთვის როდი იცავს. რეჟიმი ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობისთვისაც სჭირდება. საკუთარი გამოცდილებიდან მან ასეთი დასკვნები გამოიტანა: ჭამოს სამჯერ დღეში, თან ცოტ-ცოტა. სცდება ის, ვინც საუზმეზე მხოლოდ ფინჯან ყავას სვამს-ხილი ან პურის ნაჭერი სამუშაო დღის დასაწყისში აუცილებელია. სადილი შედარებით მსუყე უნდა მივირთვათ-ცოტაოდენი ხორცი ან თევზი, სალათა, სპაგეტი და ფინჯანი ყავა. ვახშამიც იმავე კერძებისგან შეიძლება შედგებოდეს, ოღონდ ულუფა უნდა შემცირდეს. ვახშამს სოფი ლორენი ერთ ჭიქა ღვინოს აყოლებს, დღის განმავლობაში კი უეჭველად სვამს შვიდ ჭიქა წყალს.

 

სპეციალისტი დიეტოლოგებისგან სოფი ლორენმა შეიტყო, რომ მაკარონი დიეტური პროდუქტი ყოფილა. თურმე მაკარონი არ ასუქებს ადამიანს და თან მასში შედის ისეთი ნახშირწყლები, რომლებიც ორგანიზმს “საწვავად” სჭირდება.

 

მომხიბვლელობა სილამაზის “უჩინარი”ელემენტია. რა ძვირფასი და მოდური კოსტუმიც არ უნდა ეცვას ქალს, თმა ლამაზად ჰქონდეს დაყენებული, მაკიაჟიც დიდი ხელოვნებით ჰქონდეს გაკეთებული, თუ მომხიბვლელობა აკლია, იგი უფრო მანეკენს ემსგავსება, ვიდრე ცოცხალ ქალს. მომხიბვლელობა უაღრესად ინდივიდუალური თვისებაა.

 

ქალს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ რა აქვს ყველაზე კარგი და უნდა შეეძლოს მისი წარმოჩენა. მომხიბვლელობა კარგი მანერების გარეშე წარმოუდგენელია. ვისაც საუბრის წარმართვის ნიჭი აქვს, ის მთელი კამპანიის სული და გული ხდება, ოღონდ სასიამოვნო მოსაუბრე იმას როდი ჰქვია, ვინც დაუსრულებლად ჰყვება მხიარულ ამბებს. ადამიანებთან ლაპარაკის ნიჭი, ლაპარაკთან ერთად მოსმენის უნარსაც გულისხმობს. მომხიბვლელობა დიდადაა დამოკიდებული იუმორის გრძნობაზეც.

 

სილამაზის შენარჩუნების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ლორენი საკმარის ძილს მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა კი ერთსა და იმავე დროს დაწოლას.

 

რაც შეეხება ასაკს, სოფი ლორენი მტკიცედაა დარწმუნებული: არც ასაკის მომატება და არც მისი გარეგნული ნიშნების გამოვლენა ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ. პირიქით, როცა ვცდილობთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ, მეტწილად საწინააღმდეგო შედეგს ვაღწევთ ხოლმე.

Advertisements

Tagged: , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: