სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ

sophia loren

sophia loren

იდეალური სილამაზე  მირაჟია. ვარცხნილობის შეცვლა სახის ოვალის გათვალისწინებით, ეფექტური ნელსაცხებლის ხმარება, ოსტატურად გაკეთებული მაკიაჟი, ახალი ტანსაცმელი, ცხადია ალამაზებს ქალს, მაგრამ თუ ქალს საკუთარი თავის რწმენა არა აქვს, არ შეუძლია ბუნებრივად იაროს, იცინოს, მაშინ მის სილამაზეს აკლია მთავარი რამ- სულიერება. დისციპლინა, გარდა იმისა რომ ცხოვრებისეული წარმატებისკენ გვიხსნის გზას, ქალის სილამაზის საწინდარიცაა. ალბათ, ბევრს ჰგონია რომ კინოვარსკვლავებს არავითარი ძალისხმევა არ სჭირდებათ სილამაზის შესანარჩუნებლად. ეს დიდი შეცდომაა. ლამაზი ქალიშვილი, სინორჩესთან ერთად კარგავს მომხიბვლელობას, თუ არ გამოიმუშავა თვითდისციპლინის გრძნობა. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ასპექტია დისციპლინისა. მეორე ასპექტში შსედის კვების მკაცრი რეჟიმი, თმის მოვლა, მაკიაჟი და მოდაზე ფეხის გონივრულად აწყობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობის არჩევას, მაგრამ სოფი ლორენის აზრით, ზოგიერთი, აქამდე ჭეშმარიტად მიჩნეული აზრი დღეს მოძველებულია. წესით,თხელი თმის პატრონმა თმა არ უნდა გაიშალოს, მაგრამ ძალიან ბევრ თხელთმიან ქალს შვენის ასეთი ვარცხნილობა.

სახის კანი სარკესავით არეკლავს ქალის ჯანმრთელობას. საყოველთაოდ ცნობილია როგორ ვნებს სახის კანს ალკოჰოლი და თამბაქო. კანისთვის კარგი სტიმულატორია ნესტი. სიცხე და გამომშრალი ჰაერი კანისთვის უპირველესი მტერია, იგი კანს აშრობს და ანაოჭებს. ერთ-ერთი კარგი საშუალებაა დამატენიანებელი კრემის ხმარება. გარდა ამისა, სოფი ლორენი გვირჩევს გამათბობელ ხელსაწყოებთან დავდგათ წყლით სავსე ჭურჭელი. შენობაში ჰაერის დატენიანებას თურმე ასევე უწყობს ხელს ოთახის მცენარეები.

 

სახის ჩაყოფა ცივ წყალში, რომელშიც ყინულის ნაჭრები დაცურავს, კარგი საშუალებაა გაფართოებული ფორების შესავიწროებლად და სახის კანის გამოსაცოცხლებლად.
ელეგანტური ტანსაცმელი სილამაზისა და გრაციის განუყრელი ატრიბუტია. ტანსაცმლის სტილი უაღრესად ინდივიდუალურია, იგი ხაზს უსვამს ქალის პიროვნულობას. სტილი შეიძლება შექმნას ერთმა პატარა დეტალმაც კი-შარფმა, შლიაპამდ, სამკაულმა. სახელგანთქმული კინოვარსკვლავი გვირჩევს კარგად დავფიქრდეთ, სანამ ახალ ნივთს შევიძენთ, მცდარია აზრი, თითქოს ძვირფასი ნივთი თავისთავად იყოს მოდური და მაღალხასისხოვანი.

 

თანამედროვე ქალი ძალიან დიმამიურად ცხოვრობს, მუშაობს, ზრდის შვილებს, ბინას ალაგებს, რეცხავს, მას აუცილებლად სჭირდება მოხერხებული ტანსაცმელი, მაგრამ ეს როდი ნიშნავს ხელში რაც მოგვხვდება ის გვეცვას შინ. უნდა გვახსოვდეს: რა მოუცლელნიც უნდა ვიყოთ, შინაურთა წრეში თუ ტელევიზორის წინ უსაქმოდ მჯდარიც კი,მიმზიდველად უნდა გამოვიყურებოდეთ.

Advertisements

Tagged: , , ,

2 thoughts on “სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ

  1. კუში–კუში July 11, 2013 at 7:34 am Reply

    kargi iyo…. yoveltvis momwonda es qali…

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: