მზის აბაზანების დადებითი და უარყოფითი მხარეები

Evgeniy Vetoshkin

Evgeniy Vetoshkin

ცხადია, ზაფხულის შესახებ საუბარი არ იქნება სრულყოფილი, თუ ორიოდე სიტყვით მაინც არ შევეხებით მზის თემას. მზე კურნავს და ალამაზებს  ადამიანს, მზის სხივების ჭარბი რაოდენობა კი მავნებელია. მოკლედ რომ ვთქვათ მზის სწორი სარგებლობას გარკვეულ ცოდნას საჭიროებს. ზოგიერთი ავადმყოფობის დროს მზის აბაზანების მიღება საერთოდ აკრძალულია. მაგ

  • ტუბერკულიოზის
  • ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების
  • დიაბეტის
  • ნევროზის

მზე უარყოფითად მოქმედებს თმიანობისადმი მიდრეკილების მქონე კანზეც. ძალიან სწრაფად და ავადმყოფურად რეაგირებს მზის სხივებზე, ის ორგანიზმი რომელიც “B”ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას განიცდის.

მზის აბაზანების მიღება არ არის სასურველი კლიმაქსისა და მენსტრუაციის პერიოდში, არც ახლად გადატანილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.

ცხადია, მზის აბაზანებს ბევრი სარგებლობას მოაქვს. ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის და სისხლის მიმოქცევის პროცესებს, აუმჯობესებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, ზრდის ჰემოგლობინის რაოდენობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან მზის მიმართ, ვიდრე გამხდრები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მუქი ფერის კანი მხოლოდ ახალგაზრდებს უხდებათ, თუმცა მზის აბაზანა ნებისმიერი ასაკის ქალს უშრობს კანს და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას.

Advertisements

Tagged: , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: