Monthly Archives: July 2013

სოფი ლორენის აზრი სილამაზის შესახებ

sophia loren

sophia loren

იდეალური სილამაზე  მირაჟია. ვარცხნილობის შეცვლა სახის ოვალის გათვალისწინებით, ეფექტური ნელსაცხებლის ხმარება, ოსტატურად გაკეთებული მაკიაჟი, ახალი ტანსაცმელი, ცხადია ალამაზებს ქალს, მაგრამ თუ ქალს საკუთარი თავის რწმენა არა აქვს, არ შეუძლია ბუნებრივად იაროს, იცინოს, მაშინ მის სილამაზეს აკლია მთავარი რამ- სულიერება. დისციპლინა, გარდა იმისა რომ ცხოვრებისეული წარმატებისკენ გვიხსნის გზას, ქალის სილამაზის საწინდარიცაა. ალბათ, ბევრს ჰგონია რომ კინოვარსკვლავებს არავითარი ძალისხმევა არ სჭირდებათ სილამაზის შესანარჩუნებლად. ეს დიდი შეცდომაა. ლამაზი ქალიშვილი, სინორჩესთან ერთად კარგავს მომხიბვლელობას, თუ არ გამოიმუშავა თვითდისციპლინის გრძნობა. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ასპექტია დისციპლინისა. მეორე ასპექტში შსედის კვების მკაცრი რეჟიმი, თმის მოვლა, მაკიაჟი და მოდაზე ფეხის გონივრულად აწყობა.

დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობის არჩევას, მაგრამ სოფი ლორენის აზრით, ზოგიერთი, აქამდე ჭეშმარიტად მიჩნეული აზრი დღეს მოძველებულია. წესით,თხელი თმის პატრონმა თმა არ უნდა გაიშალოს, მაგრამ ძალიან ბევრ თხელთმიან ქალს შვენის ასეთი ვარცხნილობა.

Continue reading

Advertisements

მზის აბაზანების დადებითი და უარყოფითი მხარეები

Evgeniy Vetoshkin

Evgeniy Vetoshkin

ცხადია, ზაფხულის შესახებ საუბარი არ იქნება სრულყოფილი, თუ ორიოდე სიტყვით მაინც არ შევეხებით მზის თემას. მზე კურნავს და ალამაზებს  ადამიანს, მზის სხივების ჭარბი რაოდენობა კი მავნებელია. მოკლედ რომ ვთქვათ მზის სწორი სარგებლობას გარკვეულ ცოდნას საჭიროებს. ზოგიერთი ავადმყოფობის დროს მზის აბაზანების მიღება საერთოდ აკრძალულია. მაგ

  • ტუბერკულიოზის
  • ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების
  • დიაბეტის
  • ნევროზის Continue reading

წვეთი სიბრძნის ოკეანიდან

თბილისის აშრამი

თბილისის აშრამი

კრიშნაიდური მოძღვრება ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში და მასზედ ყურმოკვრით ალბათ ყველას სმენია რაიმე. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიური შემწყნარებლობით. აქ მცხოვრებმა მრავალი სარწმუნოების აღმსარებელმა ერმა დადგა თავისი ღმერთის სალოცავი ტაძარი, მეჩეთი თუ სინაგოგა. თავად ქართველმა კაცმა კი უკვე თექვსმეტ საუკუნეზე მეტია რაც მართმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაში ჰპოვა უფლისკენ მიმავალი გზა. დღეს კი, ჩვენ ვიმყოფებით თბილისში, ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც ჩვენთვის შეიძლება სრულიად უცხო რელიგიურ კურსს ემსახურებიან. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ მათ.

Continue reading