ცისფერ ლეგენდაში დაკარგული ყანწელთა დედოფალი

ელენე დარიანი

ელენე დარიანი

ჩვენი უსიტყვოდ განშორების დღიდან მე გადავიქეცი რაღაცნაირ ბნელ არსებად, რომელიც გაურბის ყოველგვარ შეხვედრას, ყოველგვარ საუბარს, ყოველგვარ ხმაურიან საზოგადოებას.

 

არასდროს არ მჯეროდა, რომ კაცს შეეძლო გადმოეცა ქალის გრძნობები ისე, როგორც გადმოცემულია პაულო იაშვილის ლექსებში, დარიანულ ლექსებში. ერთ დღესაც, დაახლოებით 5 წლის წინ, დავინტერესდი ამ თემით და მივაგენი ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს- ელენე არსებობდა.. ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერად ვგრძნობდი იმ მომენტში თავს და ამავდროულად რა უბედურად.. ბედნიერად იმიტომ, რომ ჩემი ეჭვები გამართლდა, ხოლო უბედურად იმიტომ, რომ მაინც, სადღაც გულის სიღრმეში მსურდა, სიმართლე ყოფილიყო, ის რომ ქვეყანაზე თუნდაც ერთმა ადამიანმა შესძლო და ჩასწვდა ქალის ბუნებას…

 

რამ გამახსენა ახლა ეს თემა? ფეისბუქზე, მიმიწვიეს ღონისძიებაზე, “ელენე დარიანი- ქალი, პაულოს უკან” და ძალიან გამიხარდა, სააშკარაოზე რომ გამოაქვთ ეს თემა, მაგრამ ირგვლივ მყოფი ხალხის მიკვირს, რომ გაიძახიან: აქამდე არაფერი ვიცოდით ამის შესახებო, ჰმ… სხვათაშორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ თემაზე გამოიცა წიგნიც, “ასე უყვარდათ წინათ” და ეს რატომღაც არავის არ ახსოვს…

 

მე კი მახსოვს, აბიტურიენტობის დროს, ლიტერატურის მასწავლებელს, რომ ვუმტკიცებდი, ელენე არსებობდა- მეთქი, ცოტა სკეპტიკურად მიყურებდა და ჩემ მიერ მოძიებული, უამრავი მასალა რომ გადავუგზავნე, დაიჯერა… ისეთი ბედნიერი ვიყავი მაშინ, მასწავლებელს ვაჯობე- მეთქი, ვფიქრობდი.

 

 

ახლა კი ბონუსად წერილი, რომელიც პაულომ მიწერა ელლის :

“ელლი, ელლი!..
ჩვენი უსიტყვოდ განშორების დღიდან მე გადავიქეცი რაღაცნაირ ბნელ არსებად, რომელიც გაურბის ყოველგვარ შეხვედრას, ყოველგვარ საუბარს, ყოველგვარ ხმაურიან საზოგადოებას.მე დიდი ხანია, რაც ადამიანებს ვუწოდებ მოსაბეზრებლებს, მაგრამ სინამდვილეში ისეთი უინტერესონი არასოდეს მეჩვენებოდნენ, როგორც ახლა, ჩემი საოცარი სიყვარულის ჟამს. როგორ შეიძლება იურთიერთო ადამიანებთან, არავისთვის, იგი შთანთქმულია შენ მიერ გაღვივებული წრფელი გრძნობით, ჩემო მწუხარე ნარცისო!

შენ მიცნობდი, ელლი, მარად მხიარულს, ცეცხლოვანს, მუდამ ექსტაზურს, მაგრამ, აი, ქუთაისში, ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო წუთებში, დამშვიდობებისას, შენს გამოხედვაში ამოვიკითხე ამოუცნობი ნაღველი და ვიგრძენი, რომ ჩემს ირგვლივაც გამეფდა შენი ნაღველის მსგავსი შეუცნობი სევდა.

დიდხანს ვფიქრობდი სევდიან ელლიზე და დიდხანს ვირწმუნებდი თავს, რომ არ შეგიძლია იყო უბედური, რადგან შენ მოგიძღვენი ჩემი ტრფობა და ოცნებები, მაგრამ დღევანდელი შენი ბარათი უხმო მოთქმაა და ნათელი დასტური უდიდესი სულიერი სიმძიმილისა.

მინდა გკიხო: რატომ? რა არის მიზეზი ასეთი საშინელი გულგატეხილობისა? ო, მე მინდა გკითხო ბევრი რამ, მაგრამ ამ სურვილს ჩემში ვიკლავ, მაშინია რომ კითხვები, რომელშიც მე მთლიანად ვარ ჩაფლული, გამოიწვევს შენს გაღიზიანებას.

ელლი, მე ვეცადე შემეყვანე ზეიმისა და სიხარულის ყვავილიან სამეფოში, გეფერებოდი, როგორც მზის სხივი ეალერსება ახალგამოღვიძებულ იებს და შროშანაბს. ჩემს ყმაწვილურ ოცნებებში შენ ცხოვრობდი როგორც გვირგვინოსანი დედოფალი. რა სასიამოვნო იყო ფიქრი იმაზე, რომ ” დაუმთავრებელი დაღლილობა” ბოლოს და ბოლოს ნაწილობრივ მაინც დაავიწყდებოდა ჩემი ფაქიზი ალერსისა და ამბორის გახსენებისთანავე!.. მაგრამ შენ მწერ ბარათს, რომელშიც თავს თვლი ” ღრმად უბედურად” და ამ სიტყვების ნამდვილი აზრის შევნობისას მე სრულიად ვიბნევი.

შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი.

მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს ვერ ვაბამდით თავს. შენი შეხებისას ჟრჟოლამ დამირბინა მთელს სხეულში და შენშიც იგივე მოხდა.

და ჩვენი კოცნა იმ ღამეს! ელლი, გაიხსენე ის ამბორი, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მაშინ, როგორ ხარობდა ყველა ჩვენით და ჩვენ ყველაფრით. ჩანს ასეთი სიყვარული შენს ბოლო ბარათში, ელლი! ო, ეს ჟღერს როგორც საყვედური, პირველი საყვედური.

როგორი მწუხარება სუფევს ჩემს ირგვლივ! ვტირი მე და ჩემთან ერთად გოდებს მთელი მშვენიერი სამყარო, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინათ შევხვდით ჩვენ, მე და შენ, სიყვარულით ანთებული გულებით. და თუ ამ სამყაროს ზეცა კვლავ დიდხანს იქნება დაფარული მტირალა ღრუბლებით, მე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, როგორ ვისუნთქო, როგორღა ვიხარო! დაე, ჩვენმა პირველმა შეხვედრამ მოგვგვაროს ის იმედი, რომელშიც ჩვენი პირველი შეხვედრების დროს ვტკბებოდით.

შენი ქმრის წერილის თაობაზ მინდა მოგელაპარაკო პირადად.
მინდოდა ჩამოვსულიყავი საჩხერეში, მაგრამ გამოგიტყდები, უკვე აღარ შემიძლია შეხვედრა შენთან იქ, სადაც ჩვენს განმარტოებას ხელს შეუშლიან. გადავწყვიტე, შეგხვდე სოფელ შორაპანში. შენ უნდა ზუსტად მომწერო საჩხერიდან გამომგზავრების დღესა და დროზე, ისე რომ შენი წერილი მივიღო წინა დღეს, ან უმჯობესია საჩხერიდან გამომგზავრებიდან ორი დღით ადრე. შორაპნიდან ჩვენ ერთად წავალთ მიხაილოვამდე და შეიძლება უფრო შორსაც; ელლი, დაიმახსოვრე, რომ მე შენ უნდა შეგხვდე, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ამ წერილს გვიან მიიღებ, დეოეშით შემატყობინე შენი გამომგზავრების დღე და საათი, თუ წამოსვლა გადაწყვიტე, ყველაზე შესაფერის დღედ კვირა დღე მესახება.

გამომიგზავნე წერილიც და დეპეშაც ( საჭიროების შემთხვევაში) მოკითხვამდე.

შენთა შეხვედრის უზომოდ მსურველი. შენი მარად მოსიყვარულე პაოლო.

ორშაბათი, 2 სექტემბერი, 1915, საღამოს მწუხარი.”

სონეტი

სონეტი

Advertisements

Tagged: , , , , ,

2 thoughts on “ცისფერ ლეგენდაში დაკარგული ყანწელთა დედოფალი

  1. anatabatadze July 11, 2013 at 1:02 pm Reply

    როგორი ტრაგიკულია ეს ისტორია და თან როგორი მაგარი!!! როცა ასეთი სიყვარული შეუძლიათ ქალებს და როცა ასე იკარგება ეს ისტორია კაცების ზურგსუკან.

    • სალაყბო July 12, 2013 at 7:54 am Reply

      გეთანხმები, მართლაც ტრაგიკული ისტორიაა..
      პ.ს. კეთილი იყოს, შენი მაუსი ჩემს ბლოგზე ^_^

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: