ფრიდა კალო

Frida Kahlo

Frida Kahlo

1915 წლის, 17 სექტემბერს, მეხიკოს ცენტრში სანხუანის მოედანზე მოხდა ავარია, გზაჯვარედინზე ერთმანეთს შეასკდა ომნიბუსი და ტრამვაი. აქედან დაიწყო ფრიდა კალოს ტანჯვა. მრავალი ოპერაცია ხერხემალზე… სამი იძულებითი აბორტი, ფეხის ამპუტაცია. ეს ჯოჯოხეთი მას გადაატანინა ქმარმა, ცნობილმა მექსიკელმა მხატვარმა, დიეგო რივერამ და მხატვრობამ. “მე არ მოვკვდი- თქვა მან ავარიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ- მე ვიპოვნე მიზეზი ცხოვრებისთვის: მხატვრობა!”

 

თითქმის ოცდაათი წელი, ფრიდა კალო ფუნჯით იგერიებდა სიკვდილს. იგი გარდაიცვალა 1954 წელს, 47 წლის ასაკში. ამ პერიოდში იგი უკვე იყო ყველაზე ცნობილი მექსიკელი მხატვარი.

ფრიდა კალოს დიეგო რივერა ერთი ნახვით შეუყვარდა. რივერა იყო მისა ბავშვობის ოცნების გმირის განსახიერება. მათ ჯვარი 1919 წლის 23 აგვისტოს დაიწერეს. პატარძლის ჯანმრთელობა ამ პერიოდისთვის მკვეთრად გაუმჯობესდა.

 

ფრიდა კალოს გადაწყვეტილება, ცოლად გაჰყოლოდა, დიეგო რივერას, ყველას სიგიჟედ მიაჩნდა. მისი მომავალი მეუღლე ხომ მასზე ორჯერ უფროსი, და ამავე დროს გამოუსწორებელი დონ- ჟუანი იყო.

 

მუსიკის მოდურ სალონებში გამუდმებით გაიგონებდით სხვადასხვა ისტორიებს დიეგოს სასიყვარულო რომანების შესახებ.  განსაკუთრებით გახმაურდა მისი უთიერთობა გვადელუპა მარინთან, რომელიც მას პოზიორობდა.

 

…ფრიდამ ლუპა პირველად თავის ქორწილზე გაიცნო. მიტოვებული შეყვარებული ოთახში შემოვარდა, მიეჭრა პატარძალს, გადაუწია კაბა და იყვირა: “ხედავთ ამ ფეხებს? მასზე გაცვალა დიეგომ ჩემი ფეხები”. ამ სიტყვების შემდეგ მან ოთახი დატოვა.

 

მალე ისინი მეგობრები გახდნენ. ხშირად ფრიდა, ლუპა და რუსი ანგელინა ბელოვა (ასევე წარსულში რივერას შეყვარებული), ერთად ისხდნენ ფინჯან ჩაისთან და საუბრობდნენ მამაკაცზე, რომელიც უყვარდათ და რომელსაც ყველაფერს პატიობდნენ. ” ის დიდი ბავშვია”- ამბობდა ბელოვა.

 

1938 წელს ფრიდა და დიეგო განქორწინდნენ. არასოდეს ფრიდას წერილები არ ყოფილა ისე ამაღლებული, როგორც განქორწინების შემდეგ.

შეუძლებელია რამეს შეადარო შენი ხელები და შენი თვალების მწვანე ოქრო. ჩემი სხეული ინახავს მოგონებებს შენს შესახებ. შენ- ღამის სარკევ, შენს ხვევნაშია ჩემი ნავთსაყუდელი.

განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, ისინი კვლავ დაქორწინდნენ.

 

თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში, ფრიდა ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე;

ექვსი თვის წინ მე მომკვეთეს ფეხი- ჩაწერა ფრიდან თავის დღიურში 1954 წლის 1 თებერვალს- ეს დრო გაიწელა ჩემთვის მრავალსაუკუნოვან ტანჯვად. ხანდახან მე მთლიანად ვკარგავდი განსჯის უნარს.

ჯერ კიდევ მინდა მოვიკლა თავი, მაგრამ დიეგოზე ფიქრი მაკავებს. მე ხომ ისეთი სულელი ვარ, რომ მჯერა, მას ვჭირდები. ასე მითხრა და მისი მჯერა. მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ასე არ მიტანჯია. კიდევ ცოტას მოვიცდი.

 

გარდაცვალებიდან რამდენიმე თვით ადრე, მან დანით დასერა ერთ-ერთი თავისი საუკეთესო ავტოპორტრეტი. დანით ანადგურებდა რა ნახატს, იგი თავსაც იკლავდა. ეს თვითშეწირვის რიტუალს მოგვაგონებდა_ ამბობდა მისი ბიოგრაფი რეხალ ტიბოლი.

 

ფრიდა კალოს კრემაციის დროს, დიეგო რივერა აკეთებდა ჩანახატებს. იგი ხატავდა, თუ როგორ ედებოდა ალი ფრიდას სხეულს.

ბონუსად

Thinking About Death

Thinking About Death

Diego On My Mind

Diego On My Mind

Diego and Frida

Diego and Frida

Self Portrait With Loose Hair

Self Portrait With Loose Hair

Advertisements

Tagged: , , , , ,

9 thoughts on “ფრიდა კალო

  1. Marita ♕ June 23, 2013 at 3:01 pm Reply

    საინტერესოა, მიყვარს ამ ქალის შემოქმედება და ინდივიდუალიზმი 🙂

  2. hippieactive June 23, 2013 at 7:57 pm Reply

    საინტერესოა 🙂 მომეწონა ❤

  3. smiley June 24, 2013 at 9:44 am Reply

    ჩემი საყვარელი მხატვარიიიიი ❤

  4. Tina Poulin June 28, 2013 at 11:32 am Reply

    ფილმი არაა გადაღებული ფრიდაზე?

  5. rusa111 July 2, 2013 at 3:32 pm Reply

    ჩემთვის ოდნავ მსუყეა მისი მხატვრობა, მძიმე.

    • DragonFly July 4, 2013 at 9:59 am Reply

      მაინც მაგარიააა

  6. maria January 9, 2014 at 2:58 pm Reply

    Arvici chemi amkalisadmi amxela patiiviscema ras mivacero chems gansxvavebul xedvas tu sigijes:))) chemtvis sidzlierebis etalonia.kkali romelmac mraval fizikur da sulier tragedias da tkivils gaudzlo:)) adamiani romelmac kkvelanairi dabrkoleba gadalaxa… miuxedavad imisa rom biseqsuali iko da aghviraxsnili cxovrebit gamoircheoda mainccc ver vxedav maasshi cuds:)) misi cameba bavshvobidan daicko roca daavadeba gaumwvavda da amis gamo erti fexic mokle konda risgamocc xshirad dascinodnen tumca imdenad amaghlebuli sulis ikko rom idzaxoda me fexebi armchirdeba frtebi maq safrenado:))) mis avariaze xom arafers vambob milma rom sashvilosnoshi gauara da samudamod damaxinjda amitomac aghar ghirsebia shvili:))) raghac saocari sikkvarulis unari kkonda am adamians diegos mimart. Iseti sxva rom ver gaigebs)) diegom mas dastan ughalata da arc daumalavs es faqti.. mati cxovrebac oms gavda tumca fridas mainc monurad ukkvarda da arsheedzlo misgareshe:)) rac sheexeba mis naxatebs ess saorebaa!! Misi tkivilis gamoxatvis sashualeba.. loginad iko chavardnili . Sikkvdils ebrdzoda tumca mainc shedzlo gamofenaze dascreba. Sacolit caikvanes. am adamians udiiides ptiva vcem sakutari sidzlieris gamo!!

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: