მოთხოვნილებათა იერარქია

მოთხოვნილებათა იერარქია

მოთხოვნილებათა იერარქია

აბრაამ მასლოუ თვლიდა რომ, ადამიანები მოტივირებულნი არიან პიროვნული მიზნის ძებნისთვის და ეს სძენს მათ ცხოვრებას მნიშვნელობასა და აზრს. მაშასადამე, მოტივაციის პროცესი ვლინდება პიროვნების ჰუმანისტური თეორიის ცენტრად. მასლოუ ფიქრობდა, რომ ადამიანი იშვიათად აღწევს სრული, საბოლოო კმაყოფილების მდგომარეობას. თუ ერთი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული იქნება, მაშინ მეორე გამოვლინდება ზედაპირზე და მისკენ მიემართება ადამიანის ყურადღება და ძალისხმევა.

 

მასლოუს მიაჩნდა, რომ ადამიანის ყველა მოთხოვნილება არის თანდაყოლილი და ინსტიქტური. ყველა მოთხოვნილება ორგანიზებულია იერარქიულ სისტემაში. მოთხოვნილებათა იერარქიაში, მოთხოვნილებები შემდეგი რიგობით განლაგდებიან.

  1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები
  2. უსაფრთხოებისა და დაცვის მოთხოვნილებები
  3. სოციალური მოთხოვნილებები
  4. თვითპატივისცემის მოთხოვნილება
  5. თვითაქტუალიზაციის ან პიროვნული სრულყოფის მოთხოვნილება

 

ერთი მოთხოვნილება შეიძლება უფრო მეტად იყოს დაკმაყოფილებული, ვიდრე ვთქვათ მეორე, თუნდაც ზემოთ განლაგებული.

 

მოთხოვნილებათა იერარქია ვრცელდება ყველა ადამიანზე და რამდენადაც ადამიანს შეუძლია ამ იერარქიის მიხედვით ცხოვრება, იმდენად ავლენს ის ინდივიდუალურობას, ადამიანურობას.

 

მასლოუს აზრით, ადამიანებს, განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ და განავითარონ თავიანთი ტალანტი, მიუხედავად სერიოზული სირთულეებისა და სოციალური მდგომარეობისა. უფრო მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომელთა ღირებულებები და იდეალები, იმდენად ძლიერია, რომ ისინი მზად არიან მალე გადაიტანონ შიმშილის ან წყურვილის შეგრძნება, მათი უარყოფით. და ბოლოს, მასლოუ მიიჩნევდა რომ ადამიანები ქმნიან საკუთარი მოთხოვნილებების იერარქიას, საკუთარი ბიოგრაფიისა და ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით.

 

მასლოუ აღნიშნავს ერთ პრინციპს, რომ მოთხოვნილებები არასოდეს იქნება დაკმაყოფილებული შემდეგი პრინციპის მიხედვით : “ყველაფერი ან არაფერი”. მოთხოვნილებები ხშირად ემთხვევიან ერთმანეთს და ადამიანი შეიძლება ერთდროულად მოტივირებული იყოს ორი ან უფრო მეტი მოთხოვნილებით. მასლოუმ ივარაუდა ის, თუ ადამიანი რა ხარისხით შეიძლება იკმაყოფილებდეს საშუალოდ საკუთარ მოთხოვნილებებს და შემდეგნაირად განალაგა ისინი:

  • ფიზიოლოგიური მოთხოვნილება- 85 %
  • უსაფრთხოების და დაცვის- 70 %
  • სიყვარულის- 50 %
  • თვითპატივისცემის- 40 %
  • თვითაქტუალიზაციის- 10 %

 

თუ მოთხოვნილება მცირე ხარისხით კმაყოფილდება, მაშინ ადამიანი რჩება ამ მოთხოვნილებაზე, ვიდრე ის არ იქნება საკმარისად დაკმაყოფილებული.

Advertisements

Tagged: , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: