ოფიციალურად მეოთხე კურსელი

CSM

CSM

აი, უკვე 2 დღეა რაც გამოცდებს მოვრჩი და მესამე კურსელი აღარ ვარ… რომ ვთქვა უნივერსიტეტი მომენატრა უკვე-მეთქი, მოგატყუებთ, არადა წინა წელს, დამთავრებისთანავე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოსდა ვერ გადავიტანდი დასვენებებს და ერთი სული მქონდა სექტემბერი მალე მოსულიყო. ალბათ, მაშინ უფრო მომწონდა უნივერსიტეტი და გარემო. ხოდა, მოკლედ, რადგან მოწონება/არმოწონებაზე მიდგა საქმე, გავიხსენებ რა მოხდა კარგი და რა ცუდი, რა მომწონდა და რა არა.

 

რა მოხდა ამ წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი? რადიო “თავისუფლება”-ში ვიყავი სტაჟირებაზე, მაგრამ ეს უნივერსიტეტის დამსახურებაა- მეთქი, რომ ვთქვა მოგატყუებთ, უნივერსიტეტის დამსახურება კი რაში გამოიხატება ხოლმე, სტაჟირებაზე უშვებენ სტუდენტებს.სხვათაშორის, კავკასიის უნივერსიტეტი განთქმულია ამით, თუმცა… მოკლედ, მეორე კურსზე, ერთ-ერთ ტრენინგზე გვასწავლეს, ახალ სამსახურში, არაფერი  ცუდი  არ თქვა, წინა სამსახურზეო, და აგვიხსნეს კიდეც რატომ, ხოდა, არც უნივერსიტეტზე ვიტყვი რამე ცუდს, იმავე მიზეზების გამო, რაც მაშინ გვითხრეს, მეზარება ახლა ჩამოთვლა. (სხვა უნივერსიტეტში არ გადავდივარ, მაგრამ მაინც) თუმცა, იმასაც ვხვდები, ჟურნალისტის პოზიციიდან, ძალიან ცუდად ვიქცევი, რადგან არ ვამბობ… გამეწელა სათქმელი…

 

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

რადიოში ყოფნა ძალიან კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უინტერესო პერიოდი იყო და არაფერი ხდებოდა, გარდა ბუსუსებიანი კონდომებისა, რაზეც სიუჟეტიც კი გავაკეთე, თუმცა, როგორღაც ვცდილობდით შეგვერჩია თემები. ჰმ, იმდენი რამე მაქვს სათქმელი თავისუფლებაზე, ვფიქრობ, ცალკე თემაა ამისთვის საჭირო, ამიტომ აქ “დავსტოპდები” და სხვა დროს მოგიყვებით.

 

ჰერა 21

ჰერა 21

ვიყავი ტრენინგზე, სხვათაშორის, უნივერსიტეტის დამსახურებით და დღემდე, ძალიან ცუდად მახსენდება. არის ასეთი ასოციაცია, “ჰერა 21”. ტრენინგის შემდეგ, უნდა გადაგვეღო 3 ვიდეო რგოლი, რის სანაცვლოდაც, გარკვეული თანხა უნდა მოეცათ. საშინელი პირობები იყო, მაგრამ მაინც გადავიღეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსიტეტი არ გამოსულიყო ცუდად, ჩვენი წამოსვლით. გადაღების შემდეგ, როცა ვაჩვენეთ ჩვენი “შემოქმედება” მოეწონათ, რამდენიმე დეტალზე მოგვცეს მითითება, შეასწორეთ და მერე მოგცემთ თანხასო, მსახიობებს კი მაშინვე მისცეს. (როგორც ბოლოს მივხვდი, მხოლოდ იმიტომ გადაუხადეს თანხა მათ, რომ ერთ-ერთი თანამშრომლის მიყვანილნი იყვნენ)  შევასწორეთ და როდესაც “ხელფასის” დრო დადგა, ყველანაირად ცდილობდნენ გადაედოთ, ხან არ ეცალათ, ხან კიდევ რაღაც იყო შესასწორებელი, ხან ვიღაცის დაბადების დღე იყო და ა.შ. ბოლოს, როდესაც ნერვები აღარ მეყო, მივედი, ვუთხარი რომ ამ ვიდეოებს სადმე თუ ვნახავდი ატვირთულს, ვუჩივლებდი, მოვიჯახუნე კარები და წამოვედი. პ.ს. ღმერთმა ისე მოახმაროთ ჩემი ფული, როგორც იმსახურებენ. სამაგიეროდ კარგი გაკვეთილი მივიღე, სანამ კონტრაქტს არ მოვაწერ ხელს, მანამდე არაფერს არ გავაკეთებ!

 

 

მესამე კურსზე, სხვა არაფერი მომხდარა მნიშვნელოვა, განსხვავებით წინა წლებისგან, გარდა იმისა რომ რამდენიმე, ძალიან კარგი ლექტორი გვყავდა და მხვდა წილად მათი გაცნობის ბედნიერება. სწავლითაც ბევრი რამ ვისწავლეთ ახალი-მეთქი რომ ვთქვა, მოვიტყუები, მოკლედ, ეს თქვენთვის არც ისე საინტერესოა, ჯობს უნივერსიტეტზე გადავიდე და ვფიქრობ, ლექტორების შეფასება იქნება უპრიანი. ყველა ლექტორს და მათზე ისტორიებს ერთ პოსტში ვერ გავაერთიანებ, ამიტომ, ჯობს ლექტორებსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი და გარკვეული შთაბეჭდილება შეგიქმნით მათ, ვინც აპირებს კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარებას, მედიის სკოლაში.

 

მარტო ნეგატიურზე რომ არ ვისაუბრო, მოხდა ერთი ძალიან კარგი რამ, მივხვდი ბევრ რამეს (კონტრაქტის გარდა). ბევრიდან ერთ-ერთი ის არის, რომ არ უნდა ენდო ყველას! მიუხედავად იმისა რომ ყველას არ ვენდობოდი, უბრალოდ “ისინი”, რითი უნდა მოვიხსენიო სხვა სიტყვებით არ ვიცი, ასე რომ, იყოს “ყველა”. აქვე მინდა, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ასე თუ ისე მიმახვედრეს და რომელთანაც ძალიან მხიარული დღეები გავატარე.

 

პ.ს. რა არეულ-დარეული პოსტია, საბოლოოდ რა ვთქვი, გარდა იმისა, რომ არაფერი მომხდარა, ამისთვის პოსტის დაწერა საჭირო იყო?

Advertisements

Tagged: , , , , , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: