ცოტა რამ არტთერაპიის შესახებ

კლასიკური ფსიქოანალიზის მიხედვით, მხატვრული შემოქმედება სუბლიმაციის კერძო ასპექტია და ინსტიქტური (სექსუალური თუ თავდაცვის) მოთხოვნილების მხატვრულ წარმოდგენად (როგორიცაა ლექსი, ფერწერული ტილო და ა.შ) გარდაქმნას უკავშირდება.

 

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდის მიხედვით, შემოქმედებას ბევრი აქვს საერთო სიზმართან, და, როგორც სიზმარი, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას გულისხმობს. ავტორის გაგებით, მხატვრული სიმბოლო ინსტიქტური მოთხოვნილების საგნისა და რეალური ობიექტის ილუზიურ შეთავსებას ახდენს; რეალურად მიუწვდომელი საგანი სიზმრებისა და შემოქმედების წყალობით მისაწვდომი ხდება. მაგალითად, ბავშვი რომელსაც ალერგიის გამო მარწყვი ეკრძალება, სიზმარში მარწყვს მიირთმევს. ფროიდის მიხედვით, მსგავსი მექანიზმი ხელოვნებასთან მიმართებაშიც იჩენს თავს; შემოქმედებითი ხელოვანი ეუფლება და წვდება იმას, რაც რეალობაში მიუწვდომელია.

 

კარლ იუნგი

კარლ იუნგი

იუნგის ხელოვნების თეორიის გაგებით, მხატვრული შემოქმედებისკენ მისწრაფება ადამიანის თავისებური ინსტიქტია, მისი შინაგანი მოთხოვნილებაა. ავტორის მიხედვით, შემოქმედებას აუტოთერაპიული პოტენციალი ახასიათებს; ადამიანს მისი წყალობით შეუძლია თვითგანკურნებას მიაღწიოს.

განწყობის თეორია, ხელოვნებას არარეალიზებულ და არაცნობიერში არსებულ განწყობა-მზაობასთან აკავშირებს. ჩვენი ფარული “დაუკმაყოფილებელი” განწყობები, ხელოვნების დახმარებით ჰპოვებენ განხორციელებას.

Advertisements

Tagged: , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: