შეიყვარეთ ერთმანეთი, ადამიანებო!

ჯალალ ედ დინ რუმი

ჯალალ ედ დინ რუმი

გინდათ, გიხაროდეთ ყოველი დღე დ აყოველი ღამე? გინდათ, ზეაღტაცება? გინდათ, ეზიაროთ მშვენიერს და იყოთ ბედნიერი? შეიყვარეთ ერთმანეთი, ადამიანებო!

 

 პოეტი და მისტიკოსი რუმი კი გვამცნობს:

 

 

 

არასოდეს მარტო არ ეძებს მიჯნური ვინმეს

თუ თვით არ არის ძებნილი თავისი მიჯნურის მიერ.

სიყვარულის ელვა რომ დაგეჯახება გულში,

იცოდე, ეს გული უკვე ფეთქავს სიყვარულით.

როდესაც ღვთისადმი სიყვარული იზრდება შენში,

მაშ, უეჭველია, ღმერთმა შეგიყვარა შენ,

ტაშს ვერ დაუკრავ ერთი ხელით,

თუ მას მეორე არ შეეხო ამავე მიზნით,

ღვთიური სიბრძნე ყველაფრის მცოდნეა,

და სწორედ ის გვიბრძანებს, გიყვარდეთ ერთმანეთი!

რამეთუ, თითოეული ნაწილი მსოფლიოსი

მოწოდებულია დაწყვილდეს მეორესთან.

ბრძენთა აზრით, ცა მამაკაცია, დედამიწა ქალი,

დედამიწა ინახავს მას, რაც ციდან მოდის

როცა დედამიწას აკლია სითბო, მას ციდან იღებს კვალად

როს დედამიწაზე ჭკნება ყველაფერი,

ცა უბრუნებს მას სინორჩეს.

ცა ბრუნავს თავის ორბიტაზე,

როგორც ქმარი ცოლზე მზრუნველი,

დედამიწა კი დიასახლისებთან ერთად შრომობს.

ეხმარება მშობიარობისას და პატრონობს პატარებს.

პატივი ეცი დედამიწას და ცას მისი სიბრძნის წილად,

რადგან ისინი ასრულებენ ბრძენთა მთელ ღვაწლს.

თუკი ორს არ მოაქვს ტკბობა ურთიერთთათვის

რად ეკვრიან ერთმანეთს შეყვარებულთა მსგავსად?

უდედამიწოდ ვით აყვავდეს ყვავილი ან ხე,

მაგრამ განა ზეცამ არ მისცა მათ სითბო და წყალი?

ასე ჩაუნერგა ვნება მამაკაცს და ქალს,

რათა უზრუნველყოს მშვიდობა მათი კავშირით,

ასე ჩაუთვქა მან არსებობის თითოეულ ნაწილს,

რომ მეორეს სურდეს სხვისი ნაწილი.

დღე და ღამე, თითქოსდა ორი მტერი

ერთადერთ მიზანს ემსახურებიან სწორად:

უყვარდეთ ერთმანეთი საზოგადო საქმისთვის:

ღამის გარეშე ადამიანის ბუნება ვერ მიიღებდა

იმ სიმდიდრეს, რასაც ფანტავს დღე.

 

manuel lancha

manuel lancha

vladimir vdovin

vladimir vdovin

francisco amaral

francisco amaral

stephanie

stephanie

 

 

 

Advertisements

Tagged: , , , , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: