სუნთქვითი ვარჯიშები

daan verhoeven

daan verhoeven

იოგების სისტემაში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სუნთქვით ვარჯიშებს, რომელსაც მივყავართ არა მხოლოდ ფილტვების ვენტილაციის გაუმჯობესებასთან და სისხლის ჟანგბადით გაჯერებასთან, არამედ დიაფრაგმის გადიდებასთან, შინაგანი ორგანოების თვითმასაჟთან.

 

იოგების მოძღვრების თანახმად, სუნთქვითი ვარჯიშების საშუალებით გამომუშავდება “პრანა”. იგი მიჩნეულია სასიცოცხლო ძალად. “პრანა” ნიშნავს სიცოცხლეს, სიცოცხლე კი სუნთქვაა: ჩვენ ვცოცხლობთ მანამდე, სანამ ვსუნთქავთ, და ვსუნთქავთ მანამდე, სანამ ვცოცხლობთ.

 

უძველეს, ინდურ, ფილოსოფიურ ტრაქტატებში პრანას შესახებ ნათქვამია: არც მხედველობა, არც სმენა, არც მეტყველება და არც აზროვნება არ აცოცხლებს ადამიანს, სუნთქვის გარეშე კი მისი არსებობა შეუძლებელია. საკითხი ისმება არა უბრალოდ სუნთქვის, არამედ მისი საშუალებით სასიცოცხლო ძალის, პრანას გამომუშავების და მისი ფუნქციური გამოყენების შესახებ. იოგების მიხედვით, პრანას საშუალება აქვს გადაინაცვლოს მთელ ორგანიზმში. სხვადასხვა ასანის (პოზის) დახმარებით შეიძლება პრანის მოძრაობის შეცვლა ორგანიზმში. იოგები ამას მიზანიმართულად ახორციელებენ, უფროხშირად ტრამვირებული ან დაავადებული ორგანოებისკენ, რითც გაჯანსაღების ეფექტს აღწევენ. ამასთანავე, იოგები ხაზგასმით აღნიშნავენ სუნთქვითი ვარჯიშების და ასანების დადებით გავლენას ემოციური განცდების გონივრული მოქმედების ცენტრებს შორის პირდაპირი და უკუკავშირების გაუმჯობესებაზე. რამდენადაც სუნთქვითი და კუნთური სისტემები უფრო ადვილად ემორჩილებიან ნებისყოფის კონტროლს, მათი გამოყენებით, იოგები ახორციელებენ ზემოქმედებას მუსკულატურის ტონუსზე, მიმიკებზე, ემოიციურ- ვეგეტაციურ სფეროზე, ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, აზროვნებაზე და ა.შ

 

მაგალითად: დამამშვიდებელი პოზა “სავასანა” დაკავშირებულია კუნთების სრულ მოდუნებასთან, “პადმასანა” ჭვრეტასთან და ა.შ. როცა ამას ემატება პრანას მიზანმიმართული წარმართვა, საჭირო ეფექტი მეტად ძლიერია.

Advertisements

Tagged: , , , , , ,

3 thoughts on “სუნთქვითი ვარჯიშები

  1. […] იხ. აგრეთვე : სუნთქვითი ვარჯიშები. […]

  2. nutellalovesyou June 13, 2013 at 8:36 pm Reply

    იოგა ძალიან მომწოონს)))))

    • სალაყბო June 14, 2013 at 8:08 am Reply

      მოხარული ვარ.. : ))
      გაგრძელდება იოგაზე პოსტები, უახლოეს დღეებში : ))

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: