გილოცავთ დაბადების დღეს!

ორჰან ფამუქი

ორჰან ფამუქი

როდის დაიბადე დე, ან შენ, ორჰან? მაშინ როცა მზე იყო ცაზე, როცა წვიმდა თუ მაშინ, როცა ქარი ქროდა?! სავარაუდოდ მზე იქნებოდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დაიბადეთ და არსებობთ იქ სადაც მე ვარ, უფროსწორედ, სადაც სხეულით  ვარ (თბილისში) და სადაც სულით ვარ (თურქეთში).  ჰოდა გილოცავთ იმას, რომ ხართ, რომ ოდესღაც გაჩნდით და თქვენი წყალობით ვარ მე ისეთი, როგორიც ვარ! ჰოდა მიყვარხართ ძალიან, ძალიან და მინდა რომ სულ ჩემთან იყოთ, ჩემ გვერდით და ჩემს გულში!

ბონუსად…

ამონარიდები უმანკოების მუზეუმიდან

უმანკოების მუზემი

უმანკოების მუზემი

რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა. რომ მცოდნოდა კიდეც, შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამინის სისოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა?

 

თუკი თავიდანვე არ თქვი სათქმელი, მერე პირის გაღება შეიძლება წლების განმავლობაში ვერც შეძლო.

 

ბედნიერება უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა.

 

ზოგჯერ სექსი აქვთ, მაგრამ გახმაურებისა ისე ეშინიათ, რომ სიამოვნებასაც ვერ იღებენ.

 

ბევრჯერ მიფიქრია, სიგარეტისადმი დამოკიდებულებას იმდენად ნიკოტინი არ განაპირობებს, რამდენადაც ის, რომ ადამიანს მოწევისას ექმნება შეგრძნება, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს ამ ამაო წუთისოფელში.

 

ნამდვილი სიყვარული სწორედ იქ გნესტრავს ყველაზე მწარედ, სადაც სუსტი ადგილი გაქვს და შემდეგ მთელ სხეულს ედება.

 

ცხოვრების ბოლოს უკვე შეგიძლიათ, წარსულს გადახედოთ ჩემსავით და ცხოვრებაში საუკეთესო წამი აირჩიოთ.

 

ხალხი ამა თუ იმ ყალბ ნივთს იმიტომ კი არ იწუნებს, ნამდვილი არ არისო, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ, ვინმემ არ გაუგოს, იაფად რომ იყიდეს. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, თავად ნივთს კი არა, მის მარკას რომ ანიჭებენ მნიშვნელობას. ანუ ზოგიერთები უფრო იმაზე ფიქრობენ, სხვები მათზე რას იტყვიან.

 

რასაც ვუფრთხილდებით, ანუ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას რამეს, მხოლოდ მას ვუძღვნით უანგაროდ,ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს!

 

სიყვარული ეწოდება ბედნიერების იმ განცას, როდესაც ადამიანს, სხვადასხვა შესაძლებლობების არსებობის მიუხედავად, მაინც უნდა, რომ მარტო ერთ ვინმესთან ჰქონდეს სექსი.

 

ჯამური ტკივილი კი არ მცირდებოდა, არამედ, პირიქით, გამუდმებით იზრდებოდა იმედის კლების პროპორციულად.

 

რასაკვირველია, სიყვარულმაც და სტატიამაც იმ მომენტში ბედნიერება უნდა მოგვანიჭოს, მაგრამ სილამაზე და ძალა ერთისაც და მეორისაც, იმით იზომება, მალე ამოგვივარდება თუ არა თავიდან.

Advertisements

Tagged: , , , , ,

One thought on “გილოცავთ დაბადების დღეს!

  1. kushichka June 8, 2013 at 5:51 pm Reply

    “რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა. რომ მცოდნოდა კიდეც, შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამინის სისოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა?” ———– ყველა ადამიანის ტკივილი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე 😦

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: