პატარა გოგონას სიყვარული გოეთესადმი

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

ფრანკურტელი ვაჭრის ფრანც ბრენტანოს სრულიად ახალგაზრდა და- ბეტტინა პატარაობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით. ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით უყვარდა იმ დროისთვის უკვე საქვეყნოდ ცნობილი პოეტის გოეთეს ლექსები. მისი ინტერესი იმდენად დიდი იყო პოეტისადმი, რომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ენახა გოეთე. გოეთე მაშინ 60 წელს იყო მიტანებული. და აი, 22 წლის ქალიშვილი, 1807 წელს მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული, გაიპარა ქალაქ ვაიმარში და გაეცნო გოეთეს.

 

შემდგომში მწერალმა ქალმა შესანიშნავად აღწერა გოეთეს სამყარო, თავის ნაწარმოებში “გოეთეს მიმოწერა ბავშვთან”.

1811 წელს, ბეტტინა ცოლად გაჰყვა პოეტ არნიმს. განსაცვიფრებელი გაბედულებითა და დაუფარავი სიმართლით ჟღერს ბეტტინას მიერ გოეთესადმი მიწერილი სასიყვარულო ბარათები. აი, რამდენიმე მათგანი.

 

მეგობარო, ახლა მე მარტო ვარ, ყველას და ყველაფერს სძინავს, მე კი შენთან ყოფნის შემდეგ ვერა და ვერ ვიძინებ. გოეთე, იქნებ ყოველივე ეს იყო ყველაზე დიდი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში? ალბათ, ეს იყო ყველაზე სისხლსავსე, ყველაზე ბედნიერი წუთი! არამგონია უკეთეს დღეებს ველოდე, არც მინდა!

 

ეს ხომ უკანასკნელი კოცნა იყო- გამომშვიდობებისა. მე კი ვფიქრობდი მუდამ შენთან ვყოფილიყავ და შენთვის მესმინა. როდესაც ჩავუარე იმ ხეივნებს და ხეებს, რომელთა ჩრდილქვეშ ჩვენ ერთად ვსეირნობდით, მეჩვენებოდა, თითქოს თითოეული ხე თავისკენ მეწეოდა. მაგრამ უკან დარჩა მწვანე სივრცე, მშვენიერი მდელოები. დიდი ხანია უკან მოვიტოვე შენი ბინაც და მხოლოდ ცისფერი შორეთიღა მაგრძნობინებდა ჩემს საიდუმლოს. ბოლოს ისიც გაქრა და აღარაფერი შემომრჩა ჩემი მღელვარე სურვილის გარდა, რის ნიშნადაც ღვარად წამომივიდა ცრემლები. იმ წუთს ყველაფერი გამახსენდა_ როგორ დაეხეტებოდი ღამით ჩემთან ერთად, როგორ იღიმოდი, მე რომ ღრუბლებზე ვმკითხაობდი, მიყვებოდი ჩვენს სიყვარულზე და მშვენიერ სიზმრებზე, როგორ უსმენდი ჩემთან ერთად ფოთოლთა შრიალს, ღამეული ნიავი რომ ათრთოლებდა, ან თვით ღამის მდუმარებას და შენ გიყვარდი, ვიცი გიყვარდი. მაშინ როდესაც ხელკავით მიმაცილებდი ქუჩებში, შენი სუნთქვით, შენი ხმისტემბრით ვხვდებოდი ამას და შენც თითქოს რაღაც ბურანში მხვევდი (არ ვიცი როგორ აგიხსნა). ვგრძნობდი, რომ შემიშვი შენს სანუკვარ სამყაროში და რომ ამ წუთას ჩემთან ხარ და ამის მეტი აღარაფერი გინდა. ამას ვინ წამართმევს? რა დავკარგე? მეგობარო, მე ვფლობ ყველაფერს რაც კი ოდესმე მიმიღია! და, სადაც უნდა წავიდემ ჩემი ბედნიერება თან მექნება!

ვარტბურგი. აგვისტო. ღამით.

თუ წარმოსახვა საშუალებას მოგცემს გამომყევი ძველთაძველ ნანგრევებში, უფსკრულებსა და მთებს მიღმა, მაშინ გავბედავდი და ჩემთან შემოგიპატიჟებდი. გევედრები, ამოდი მაღლა. კიდევ სამი საფეხურიც და მოხვდები ჩემს ოთახში. დამიჯექი პირდაპირ ლურჯ სავარძელში, მწვანე მაგიდის წინ რომ დგას, სახეში მინდა გიყურო. არა, მომყვება კი შენი წარმოსახვა, გოეთე? თუ ეს ასეა, მაშინ წაიკითხავდი ჩემს თვალებში მარადუცვლელ სიყვარულს. ალერსით მიმიხუტებდი და მეტყოდი: ბევრი რამის საზღაურად და სანაცვლოდ ეს რა ერთგული ბავშვი მიწყალობა განგებამ, რაოდენ ძვირფასია ეს ბავში ჩემთვის, ჩემი განძია, თვალი პატიოსანი და ნუმც ოდენ მომშლოდესო იგი. გესმის? ხოდა მერე ხომ მაკოცებ კიდეც? აი, როგორია ჩემი ფანტაზიით შენი წარმოსახვა!

ჰო, მერე შემოდი ჩუმად ჩემი გულის ტაძარში. აი ჩვენ უკვე წინკარში ვართ. რა სიჩუმეა! არც ჰუმბოლდტია, არც არქიტექტორი, ძაღლიც კი არ დაიყეფს. შენ უცხო არ ხარ ჩემი გულისათვის, მოდი დააკაკუნე- ის მარტოა და მაშინვე მოგიპატიჟებს. შენ მას იპოვნი გრილ მყუდრო სარეცელზე. თბილი შქი გაგინათებს გზას და ყველგან დაგხვდება სიმშვიდე და წესრიგი. სასურველი სტუმარი იქნები მარად. ეს რაღაა? ო, ღმერთო ჩემო, ცეცხლი უკიდია! რატომ? ვინ უშველის? საწყალი, საცოდავი, მორჩილი გული! რა ხელი აქვს გონებას? მას ყველაფერი შესანიშნავად ესმის, მაგრამ შველა არ შეიძლება, იგი უძლურია.

მითხარი მაინც, რადა ხარ ასეთი თბილი, გულუხვი და კეთილი შენს წერილში? მკაცრი, გამყინავი ზამთრის სუსხში სისხლს მიჩქროლებს მზის სხივები! რა მაკლია? აჰ, როცა შენთან არ ვარ, ღვთის წყალობაც არაა ჩემთვის…

მაპატიე! ქარისაგან ატაცებული თესლივით დაცურავს ტალღებზე ჩემი ფანტაზია, თამაშობს და დაზრწის მთელი შენი არსების დინების ნაკადში და დაღუპვის არ ეშინია; ო, ეს რომ მოხდებოდეს! აი, ნეტარი სიკვდილი!

დავწერე 16 ივნისს, მიუნხენდში, წვიმიან ამინდში, სადღაც ძილღვიძილში. სული რომ ეხმიანებოდა ქარსა და წვიმას.

ბეტტინა

Advertisements

Tagged: , , , , , ,

2 thoughts on “პატარა გოგონას სიყვარული გოეთესადმი

  1. ანუკა June 5, 2013 at 11:19 am Reply

    ძალიან მომეწონა ♥

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: