იოგა

იოგა უძველესი სისტემაა, რომელიც ჩამოყალიბდა ინდოელი პატანჯალის მიერ ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. “იოგა” სანსკრიტული სიტყვაა და შეერთებას, ფართო მნიშვნელობით კი სხეულისა და გონების გაერთიანებას, აზრთა თავმოყრას, განჭვრეტას ნიშნავს. ამ რელიგიურ- ფილოსოფიური მოძღვრების მიხედვით, ადამიანს ძალუძს თვითჭვრეტის, თვითჩაწვდომის გზით შეუერთდეს ბუნებრივ ძალებს, გაიკაჟოს სხეული და მიაღწიოს სულიერი ძალების რეგულაციის უმაღლეს დონეს.

 

ინდოეთში ეს სისტემა საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. იოგას ერთიან სისტემაში ყალიბდებოდა ახალი მიმდინარეობები, სკოლები რომლებიც უკეთ პასუხობდნენ დროთა მოთხოვნებს. დღეისათვის არის შემდეგი მიმდინარეობები:

  • “ჰათჰა-იოგა”
  • “რაჯა-იოგა”
  • “ბხატი-იოგა”
  • “ჯნანი-იოგა”
  • “კარმა-იოგა”
  • “ლაია-იოგა”…

 

პატანჯელოს მიხედვით, იოგას უმაღლესი მიზნის მიღწევა ნელა, თანდათანობით ხდება. ამისთვის საჭიროა რვასაფეხურიანი კიბის გავლა, რომლის თითოეულ საფეხურს განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს. ეს საფეხურებია:

  • თავის შეკავება (იამა)
  • კვების, შრომის და დასვენების კულტურა (ნიამა)
  • სხეულის მდგომარეობა (ასანა)
  • სუნთქვითი ვარჯიშები (პრანაიამა)
  • გრძნობებისგან გათავისუფლება (პრატიაჰარა)
  • ყურადღება (დჰარანა)
  • ჭვრეტა (დჰიანა)
  • გონების კონცენტრირება რაიმეზე (სამადჰა)

 

თუ ვარჯიშთა პირველი ოთხი კომპლექსი მიმართულია ძირითადად საფუძვლიანი ფიზიკური და ფიზიოლოგიური  მომზადებისკენ (იოგათა სპეციფიკური ეთიკის ელემენტებით), შემდეგი ოთხი მთლიანად განეკუთვნება ფსიქიკურ სფეროს. ამასთან ამ ვარჯიშების სტრუქტურა და შინაარსი მიმართულია აშკარად გამოკვეთილი ინდივიდუალიზმის აღზრდისკენ.

 

იოგას სკოლებიდან მსოფლიოში დღეს ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს “ჰათჰა-იოგა”, რომელშიც პატანჯელოს რვა საფეხურის ელემენტებს ვხვდებით, მაგრამ ძირითადად იგი პირველ ოთხ საფეხურზეა ორიენტირებული.

 

როგორც იოგები მიიჩნევენ, ადამიანის სხეული დამუხტულია დადებითი და უარყოფითი დენით, რომელთა წონასწორობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა. ძველ აღმოსავლეთში დადებით დენს აღნიშნავდნენ ბგერა “ჰა”-თი, რაც მზეს ნიშნავს, ხოლო უარყოფითს – “თჰა”-თი, რაც მთვარეს ნიშნავს. ამდენად ჰათჰა-იოგა დადებითი და უარყოფითი მუხტების სრულყოფილი ცოდნაა. მათი შეერთება და სრული წონასწორობა, ამასთან ერთად სრული კონტროლი, სრულყოფილს ხდის ადამიანის ორგანიზმს, რაც ნიშნავს ამ დენების სრულ დავქემდებარებას ადამიანის ნებისადმი.

 

იოგას მიმდევრები არამარტო ივითარებენ საკუთარ სხეულსის სრულ დაუფლების უნარს, არამედ ავლენენ ორგანიზმში არსებულ ფარულ ძალასა და შესაძლებლობებს, რასაც აღწევენ სუნთქვითი ვარჯიშებით, ასანებით, მედიტაციით.

 

იხ. აგრეთვე : სუნთქვითი ვარჯიშები.

john meddleton

john meddleton

lidia sharapova

lidia sharapova

maxi kohan

maxi kohan

steve zdawczynski

steve zdawczynski

Advertisements

Tagged: , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: