ჩვენ ვხედავთ მზეს!

ჩვენ ვხედავთ მზეს

“მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.”

 

რომელი ზღაპარი გიყვართ განსაკუთრებით? მე არ მიყვარს ზღაპრები იმიტომ, რომ არ მაქვს წაკითხული, არც მშობლები მიკითხავდნენ ბავშვობაში … არა, კი არ ეზარებოდათ, უბრალოდ მე არ ვუსმენდი… ერთადერთი მამას მოყოლილ ზღაპარს ვუსმენდი “სამი გოჭი” და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ განებივრებული არ ვიყავი მამასგან ასეთი საქციელებით, ისეთია, სითბოს რომ ვერ გამოხატავენ ხოლმე… მგავს…

 

თემას დავუბრუნდეთ… ყველას უკვირდა რომ ვამბობდი, არ ვიცი ზღაპრები,მარტო ნანახი მაქვს-მეთქი..

ალბათ ყველას გაგიგონიათ, ზღაპრების გარეშე ბავშვი ვერ ჩამოყალიბდება, სრულფასოვანი ვერ იქნებაო… ნურას უკაცრავად…ზღაპრები რათ გვინდა, როდესაც გვყავს ყველაზე თბილგულიანი მწერალი- ნოდარ დუმბაძე… მე მასზე წარსულში ვერასდროს ვისაუბრებ, ის ჩემთანაა ყოველთვის, ჩემს გულშია და ასე იქნება აწ და მარადის… მე ჩემი თბილი მწერლის მოთხრობებზე ვარ გაზრდილი და ჩემს შვილსაც არასდროს წავუკითხავ ზღაპრებს… გავზრდი დუმბაძის მოთხრობებზე, რომ მასსავით იყოს თბილგულიანი, თბილთვალებიანი და თბილღიმიანი ადამიანი, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ დაივიწყებს…

 

ანა გოგუაძე

ანა გოგუაძე

ამდენი იმისთვის ვწერე, რომ დღეს, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.. მმ…როგორ მიყვარს ეს დღე ხომ ვერ წარმოიდგენთ… ყოველ წელს, ივნისის პირველ რიცხვში, ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ მზიურ ქალაქში მივდივარ ხოლმე, სადაც დიდიც კი ბავშვი ხდება… ყველა იღიმის, ყველა ფერადია, ყველა თბება და ხდება დუმბაძე…

 

იცით, რა ოცნება მაქვს? ასეთი სითბო მხოლოდ ერთი დღე არ იყოს ხოლმე. მინდა, რომ ყოველთვის ვხედავდე გაბრწყინებულთვალებიან ხალხს ქუჩაში… ეს შავი ფერიც გაიხადონ და გათბნენ და ამით გაათბონ მზიანი გულის მწერალი…

 

თვითონ ამ დღესთან დაკავშირებით კი მინდა ბევრი საპნის ბუშტი, რომელსაც სპეციალური აპარატი გაუშვებს…

 

ურიგო არ იქნება ბუშტებზე ბავშვებს და ჩვენ ცოტა უფრო დიდებსაც დაგვეწერა ჩვენი ოცნებები და გაგვეშვა ცაში, გაგვეშვა ჩვენ გურულ მწერალთან ,რომელიც აუცილებლად წაიკითხავს, აგვისრულებს და გაგვათბობთს…

 

ასევე ძალიან ძალიან მინდა, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად წავიდე მზიურში, რომელსაც აუცილებლად ექნება ხუჭუჭა თმა და მზეს ემსგავსება და რომელთანაც ერთად ანა გოგუაძე გადაგვიღებს სურათს.. (როცა მეყოლება აუცილებლად წავალ და იმედია სურათსაც ვეღირსები ქალბატონი ანიკოს გადაღებულს).

 

ახლა კი ამონარიდებს შემოგთავაზებთ სხვადასხვა ნაწარმოებიდან..

“ღმერთს გაუმარჯოს, გურამ, ჩემსა და შენს ღმერთს, რომელიც ღრუბელზე არ ზის, რომელსაც პირის ბანის დროს წვიმა არ მოყავს და რომელიც ჩვენი გულისთვის სულს აძლევს ეშმაკს.”

“_ადამიანო! ყველაფერს თავის ადგილი აქვს სამყაროში: ძროხამ იცის, რომ დედამიწაზე უნდა იცხოვროს და იბალახოს, დელფინებმა იცის, რომ ზღვაში უნდა იცხოვროს და თევზზე ინადიროს, ჩიტმა იცის, რომ ცაში უნდა იფრინოს და ხეზე იძინოს. ქვეწარმავალმა იცის, რომ მუცლით უნდა იხოხოს და მიწაში იცხოვროს… რა გახდა შენთვის ამ ქვეყანაზე ადგილი რომ არ მოიძებნა! რატომ დაძრწი და არ იცი სად იცხოვრო: ზღვაში, ხმელეთზე თუ ცაში. ან ცაში დაეტიე, ან ხმელეთზე, ან ზღვაში… ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და რა გინდა, ადამიანო? _ აღმოხდა მზეს.”

“მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.”
“დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.”
“- მზე სადაა ახლა, სოსო? – მკითხა ხატიამ.
– აგერაა, ბლის წვერზე, – ვთქვი მე და მზისკენ ხელი გავიშვირე.
– აბა, ბლის წვერზე თუა, მე ვხედავ მზეს, – გაუხარდა ხატიას.
– კი ბლის წვერზეა.
– მამა, რა გითხრა ბათუმში ექიმმა? – ჰკითხა ახლა მამამისს.
– რამდენჯერ უნდა გითხრა, გოგო? – გაუჯავრდა ბესარიონი.
– თქვი, მამა, სოსოიას უთხარი, – შეეხვეწა ხატია.
– რაო და, მზეს თუ ხედავს, სინათლეს დავუბრუნებო… – თქვა ბესარიონმა.
– გესმის, სოსოია? “
“თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის,სიყვარულის ნიჭია,ცოდვაა ის კაცი,ვინც ამ დიდი ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან”
Advertisements

Tagged: , , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: