შეყვარებული ფლობერი

გუსტავ ფლობერი

გუსტავ ფლობერი

გრძნობა შენს მიმართ _ ესაა, მეგობრობის, ხიბლის, პატივისცემის, გულწრფელი სინაზისა და ვნების – გრძნობის მთელი კომპლექსი, რომლისთვისაც სახელი თუმცა ვერ დამირქმევია, საკმაოდ სოლიდურად მეჩვენება. სულის სიღრმეში მოწიწებით გეთაყვანები. ის ადგილი გიკავია იქ, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის და თუ სხვები მეყვარება ოდესმე, ჩემ მაინც დარჩები (ასე მგონია)? ; იქნები მეუღლე, ის, რომელსაც აძლევენ უპირატესობას, რომელსაც უბრუნდებიან… – წერდა დიდი ფრანგი მწერალი, გუსტავ ფლობერი თავის სატრფოს.

სატრფო იყო, მომხიბლავი მწერალი ქალი, ლუიზა კოლე.

1846 წელს გაეცნო ფლობერი, მასზე წამეთი წლით უფროს, მშვენიერ ქალბატონს, რომლის თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პირები, როგორებიცაა ალექსანდრე დიუმა (მამა), ფილოსოფოსი ვიქტორ კუზენი. გუსტავ ფლობერსა და ლუიზა კოლეს სიყვარულმა ცხრა წელს გასტანა და მიმოწერა, რომელიც საკმაოდ დიდია თავისი მოცულობით, წარმოადგენს მწერლის სულიერი სამყაროს იშვიათ დოკუმენტს. ამ წერილებში იხსნებოდა: შეყვარებული და მწერალი. კრიტიკულად მოაზროვნე, მაგრამ ამავე დროს საოცრად რომანტიკული ნატურა.

შემეძლო ისეც გყვარებოდი, როგორც ეს შენ გსურდა, შენი გარეგნული ეფექტით მოვხიბლულიყავი და ამაზე შევჩერებულიყავი. დიდიხანია სწორედ ასეთი გრძნობისკენ მივისწრაფოდი, მაგრამ არა, მე ხომ შენს არსს ჩავწვდი. იმით კი არ ვტკბებოდი, რასაც ამზეურებდი, რისი დანახვაც ყველას შეეძლო, რითაც აღფრთოვანებაში მოგყავდა საზოგადოება. მე უფრო შორს წავედი და საოცარ საგანძურს მივაკვლიე.

მაგრამ შენ ქალი არ ხარ და თუ მე სხვაზე უფრო მეტად და ღრმად მიყვარდი (ეცადე ჩაწვდე ამ სიტყვას, ღრმად) , ეს იმიტომ, რომ შენ, ასე მგონია, სხვებთან შედარებით, უფრო ნაკლებად ხარ ქალი. ჩვენი უთანხმოების მიზეზიც ეს ქალური საწყისი იყო. ჩაუფიქრდი ამას და მიხვდები, თუ ვცდები. მე კი მინდოდა თითოეულ ჩვენგანს შეენარჩუნებინა სხეული. შენგან, როგორც ქალისგან, მხოლოდ სულს ვითხოვ, დანარჩენი ყველაფერი შენი იყოს.

გესმის თუ არა, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე სიყვარული, ეს უფრო ამაღლებულია, ჩემი აზრით, რადგან სულის ეს სწრაფვა გულისხმობს მოთხოვნილებას ჭეშმარიტად იცხოვრო, მთელი სიღრმე- სიგანით ამაღლებულად.

წლების მანძილზე ასე ესაუბრებოდა ფლობერი ლუიზა კოლეს.

Advertisements

Tagged: , , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: