ვისაც მშრალი თმა აქვს

charles hildreth

charles hildreth

არასოდეს არ დაიბანოთ თავი ძალიან ცხელი წყლით და არ გაიშროთ ცხელი ჰაერით. ეცადეთ არ გაიხუნოთ თმა. თუ ღია ფერის თმა გაქვთ, დაბანის შემდეგ გადაივლეთ გვირილის ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება, უნდა ავიღოთ ორი სუფრის კოვზი გამხმარი გვირილა, დავასხათ ერთი ლიტრა წყალი და ვადუღოთ ხუთი წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გადავწუროთ. თუ ამასთანავე თმის ოდნავ გაღიავებაც გინდათ, მაშინ უნდა აიღოთ ოთხი-ხუთი კოვზი გვირილა, დაასხათ ნახევარი ლიტრა წყალი და ადუღოთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ნახარში გააცივეთ და გადაწურეთ. იმის მიხედვით თუ რამდენად გინდათ თმის ფერის შეცვლა, ნაყენი დაიტოვეთ თხუთმეტი წუთიდან, ნახევარ საათამდე. გადავლებისას გაუფრთხილდით თვალებს.

რაც შეიძლება იშვიათად გაიკეთეთ თმის ქიმიური დახვევა, მაგრამ თუკი მაინც გიწევთ თქვენი თმისთვის ამ მეტად უსიამოვნო პროცედურის ჩატარება, უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად საჭიროა თმის კვება მცენარეული ზეთით. ათ დღეში ერთხელ მაინც. ახლა რაც შეეხება თმის კვებას, დაბანამდე ორი-სამი საათით ადრე შემთბარი მცენარეული ზეთი, გადაისვით თმაზე და თითებით შეიზილეთ თავის კანში. თავი შეიხვიეთ თბილი მშრალი პირსახოცით. ამის შემდეგ კი თავი კარგად დაიბანეთ. შეეცადეთ სისტემატურად იხმაროთ სპეციალურად მშრალი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი.

 

დაიმახსოვრეთ: თქვენს თმაზე ცუდად მოქმედებს მზის სხივები, ძლიერი ქარი, მარილიანი და ქლორიანი წყალი.

 

ყოველი დაბანვის შემდეგ თავზე წაისვით სპეციალური ბალზამი ან გადადუღებული მცენარეული ზეთი. შეიძლება ამ პროცედურის სისტემატურად ჩატარების შემდეგ შეამჩნიოთ რომ თმები უფრო სწრაფად გესვრებათ.

 

მშრალი თმა დროდადრო შეგიძლიათ დაიბანოთ მაწვნით. მაწონი კარგად შეიზილეთ თავის კანსა და თმაში. ზემოდან შემოიხვიეთ მშრალი პირსახოცი. თხუთმეტი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რომელშიც წინასწარ უნდა გახსნათ ერთ კვერცხის გული.

 

გადავწყვიტე გაგანდოთ ერთი ძველი საიდუმლო რეცეპტი: თმის ღერები გაცილებით ელასტიური და მაგარი გექნებათ, თუ ყოველი დაბანვის შემდეგ თავის კანში შეიზელთ მცირე რაოდენობით გამდნარ ბატის ქონს. (რა თქმა უნდა, ვისაც არ გეზიზღებათ).

evgeny tchebotarev

evgeny tchebotarev

tim tadder

tim tadder

dragon todorovic

dragon todorovic

 

 

Advertisements

Tagged: , , , , , , , , , ,

One thought on “ვისაც მშრალი თმა აქვს

  1. […] იხილეთ: ვისაც მშრალი თმა აქვს  […]

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: