ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი

“მას საოცრად უყვარდა სიცოცხლე, ამიტომაც მუდამ მოძრაობაში იყო. მონაწილეონდა ორ მსოფლიო ომში, ბევრს მოგზაურობდა, არ იკლებდა ნადირობასა და ქალებს”.

 

ჰემინგუეის პირველი ცოლი, ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონი ასაკით მასზე უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, მწერალს ის თავდავიწყებით შეუყვარდა. ცოლს ხშირად და დიდხანს უკითხავდა თავის ნაწარმოებებს. ელიზაბეტი მოთმინებით უსმენდა, არ აგრძნობინებდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდა მომაბეზრებელ კითხვას. მაშინ ჰემინგუეი ჯერ არ იყო ცნობილი მწერალი. ის, რომ ცოლს ნაწარმოებები მოსწონდა, აღფრთოვანებდა და სტიმულს აძლევდა მეტი ემუშავა.

 

მწერალს განსაკუთრებით მოსწონდა ცოლის ერთი თვისება. ელიზაბეტს არ იზიდავდა ფუფუნება. მოსწონდა ბოჰემა,როგორითაც ისინი ცხოვრობდნენ.ქალი უყოყმანოდ გაჰყვა ჰემინგუუეის პარიზში, მაგრამ იქ ვითარება შეიცვალა. როგორც ჩანს, რომანტიკა დასრულდა და ელიზაბეტიც მყუდრო ოჯახურ ცხოვრებაზე ოცნებობდა. ქმრისგან ამას დაბეჯითებით მოითხოვდა. აღარ უსმენდა ერნესტს, როდესაც ის თავის ნაწარმოებებს უკითხავდა.

 

ეს მართლაც გასაოცარი იყო, რადგან ჰემინგუეიმ პირველ წარმატებას მიაღწია. ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდა, რათა ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა, მაგრამ ცოლი მაინც არ იყო კმაყოფილი.ერნესტს აღიზიანებდა ელიზაბეტის დაუსრულებელი წუწუნი. მალე მათ ოჯახურ ცხოვრებაში სერიოზული ბზარი გაჩნდა. ნელ-ნელა ის ღრმავდებოდა და მალე გაუვალ უფსკრულად გადაიქცა. პროცესი იმანაც დააჩქარა, რომ მწერლის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა. მას პოლინ პფეიფერი ერქვა.

 

პოლინი ელიზაბეტის უახლოესი მეგობარი იყო და მათ ხშირად სტუმრობდა. მწერალზე ბევრად ახალგაზრდა იყო, ჰემინგუეიმაც თვალი დაადგა ლამაზ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც სიცოცხლით სავსე იყო და არც დაუსრულებლად ბუზღუნებდა.

 

-მე შენ მიყვარხარ, – უთხრა ჰემინგუეიმ, – გამომყევი ცოლად.

 

პოლინმა უარი უთხრა, – შენ ხომ ოჯახი გყავსო..

 

ელიზაბეტმა ეს შენიშნა და შესთავა: – მგონი დროა,რომ გავშორდეთო. ისინი გაიყარნენ. მალე ჰემინგუეი და პოლინი დაქორწინდნე. ახალ ცოლთან იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ჰემინგუეი აფრიკაში გაემგზავრა.

 

-ახალ ნაწარმოებს ვწერ, ადამიანი და ველური ბუნება, ბრძოლა მტაცებელ ცხოველებთან – თუკი ეს თავად არ განვიცადე, არაფერი გამოვა.

 

-მშვიდობით, – უთხრა პოლინმა ქმარს და გადაეხვია, ჩვენი ერთად ცხოვრება დამთავრებულია. ქალები ამას ყველაზე ადრე ვგრძნობთ. აფრიკაში ჰემინგუეი ნადირობდა. მისი სიყვარული აფრიკელი მზეთუნახავი დება იყო. ჰემინგუეის ის თავდავიწყებით შეუყვარდა. მწერალს ახლაც დაავიწყდა ყველაფერი და კვლავ ვნების მორევში გადაეშვა. დება ნამდვილი ბუნების შვილი იყო – ტანმაღალი, საოცრად ძლიერი და მოქნილი, ჩამოსხმული. დებამ ცოტაოდენი ინგლისური იცოდა. ჰემიგუეი ხალისით ამეცადინებდა ინგლისურში. ქალი კი მას თავის ტომის ენას ასწავლიდა. მალე ერნესტს ამცნეს ,რომ ქალი ფეხმძიმედ იყო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჰემინგუეის მოსთხოვეს, ცხვირში რაღაც რგოლები გაეყარა, – რომ შენმა ცოლმა კარგად იმშობიაროსო.

 

ჰემინგუეი ასეც მოიქცა. ბიჭი გაჩნდა, კაცი უსაზღვროდ ბედნიერი იყო.

 

მალე დადგა დრო, ჰემინგუეის შინ დაბრუნების. დებამ წაყოლაზე უარი უთხრა – უცხო სამყაროში ვერ გავძლებ, შენც აქ დიდხანს ვერ გაძლებ, მოკვდებიო..

 

შინ დაბრუნებული ჰემინგუეი ერთხანს ცხვირჩამოშვებული დადიოდა. მერე ესპანეთში გაიცნო ჰერტა, შეუყვარდა, ხელიც სთხოვა. ჰერტამ – მე საბჭოთა დაზვერის ოფიცერი ვარო და გაშორდა იქაურობას.

 

ჰემინგუეის შემდეგი სიმპათია მარტა გელნჰორნი იყო, მაგრამ ეს ქორწინებაც გაყრით დასრულდა. მერი უელში ჰემინგუეიზე ბევრად უმცროსი იყო. ის ქმარს გაეყარა, რათა ერნესტს გაჰყოლოდა. მერი კარგი ცოლი გამოდგა. ქმარი ძალიან უყვარდა და არ ეჭვიანობდა, როდესაც მის გარშემო ახალგაზრდა 19 წლის დამწყები პოეტი, ადრიანა ივანჩიჩი გამოჩნდა.

 

ჰემინგუეის ცოლობა ნამდვილად არ იყო იოლი საქმე. ყველაფერს მძიმე ავადმყოფობაც დაერთო. ერნესტს ციროზი დაემართა. უკვე აღარც მოგზაურობა შეეძლო, არც ნადირობა. ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევას მტკივნეულად განიცდიდა. ამან მის ფსიქიკაზეც იმოქმედა – სულ უფრო ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.

 

მერი ერთგულად უვლიდა ქმარს. მოიწვია საუკეთესო ფსიქიატრები. რამდენჯერმე ქმარი ანონიმურად კლინიკაშიც კი დააწვინა. თავდაპირველად თითქოს გამოჯანმრთელობა დაეწყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ექიმებმა მისის ჰემინგუეის განუცხადეს:

 

-ეს მემკვიდრეობითია. აკი მამამისმაც თავი მოიკლა. მკურნალობა ვერ უშველის. დაუმალეთ იარაღი და თვალი არ მოაშოროთ.

 

მერი ასეც მოიქცა. რამდენჯერმე სულზე მიუსწრო ქმარს და ხელიდან გამოსტაცა თოფი. რამდენიმე დღით ერნესტი მშვიდდებოდა, მაგრამ შემდეგ ისევ თავის მოკვლაზე იწყებდა ფიქრს.

 

მერის ერთგულება და სიფხიზლე ამაო გამოდგა. ქმარმა შეძლო მისი მოტყუება. ხელიდან დაუძვრა და თოფი დაიხალა. იდუმალი ზარი ხომ კვლავ უხმობდა და მოსვენებას არ აძლევდა. ჰოდა ისიც დაჰყვა მის ძახილს..

Advertisements

Tagged: , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: