როგორ მოვუაროთ თმას

emily soto

emily soto

გავრცელებულია აზრი, რომ ლამაზი, სქელი თმა ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ამის მიზეზად ასახელებენ რადიაციას, ეკოლოგიურ პრობლემებს, ნერვიულ სტრესს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თმას მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდება.

ოდითგანვე სქელი და ლამაზი თმა, ქალის გარეგნობის შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. ასეა დღესაც, მოვლილი თმა და სწორად შერჩეული ვარცხნილობა, ქალს მომხიბვლელობას მატებს.


თმის ზრდის ტემპი დამოკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე და კვების რეჟიმზე. თმის ღერო, საშუალოდ ორიდან ოთხ წლამდე ცოცხლობს და ოპტიმალურ პირობებში სიგრძეში მატულობს 14-15 სმ-ს ერთი წლის განმავლობაში. ადამიანი დღეში საშუალოდ ორმოციდან ასამდე თმის ღერს კარგავს.

დიდი მნიშვნელობა აქვს თავის სწორ დაბანას. ნორმალური თმა უნდა დავიბანოთ კვირაში ერთხელ, დაბანის წინ, თმა კარგად უნდა დავივარცხნოთ. თმები დაიბანეთ თბილი და არა ცხელი წყლით. შამპუნს უშუალოთ თმაზე ნუ დაისხამთ, დაისხით ხელისგულზე და მერე თანაბრად გაანაწილეთ მთელ თავზე. თავი ორჯერ უნდა დაიბანოთ შამპუნით. ბოლოს კარგად გადაივლეთ წყალი. სულ ბოლო წყალში სასურველია ცოტაოდენი ლიმონის წვენის, ან ძმრის დამატება (ერთი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე).

დაბანის შემდეგ არ არის რეკომენდირებული დიდხანს სველი თმით ყოფნა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არც თმის სასწრაფოთ გაშრობაა კარგი. უმჯობესია ახალდაბანილ თმაზე, შემოიხვიოთ პირსახოცი. თმების გაშრობა კარგია ოთახის ტემპერატურაზე. თუკი თქვენ სპეციალური თმის საშრობით სარგებლობთ, მაშინ გამოშრობის საშიშროების წინაშე დგახართ. არ შეიძლება თმის გაშრობა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად, ღერები შრება და ადვილად ტყდება.

ითვლება რომ, მშრალი თმა ხშირად უნდა დავივარცხნოთ რამდენჯერმე დღის განმავლობაში, ცხიმიანი თმა კი დღეში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. როგორი თმაც არ უნდა გქონდეთ უმჯობესია იხმაროთ ნამდვილი ჯაგრისგან დამზადებული სავარცხელი.

ცხადია, რომ მშრალი და ცხიმიანი თმა საკმაოდ განსხვავებულია, აქედან გამომდინარე განსხვავებული უნდა იყოს მათი მოვლის ტექნოლოგიაც.
ასე რომ შემდეგ პოსტში დეტალურად გეტყვით თუ როგორ უნდა მოუაროთ მშრალ თმას, შემდეგში კი- ცხიმიანს.

იხილეთ: ვისაც მშრალი თმა აქვს 

Advertisements

Tagged: , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: