საშუალო პლანი მოგვითხრობს ამბავს

andrea Giorgi

andrea Giorgi

საშუალო პლანმა ერთ სურათში უნდა მოგვითხროს ამბავი. ისეთი მანძილიდან გადაიღეთ, რომ გარკვევით ჩანდეს ფოტოზე ასახული ობიექტების მოქმედება; შეარჩიეთ დისტანცია იმისთვის, რომ  გაარჩიოთ ობიექტების დამოკიდებულება ერთმანეთისა და გარემოს მიმართ. საშუალო პლანით გადაღებული ფოტო, ყველა იმ ელემენტს შეიცავს, რომელიც საჭიროა ამბის მოსათხრობად.

 

უბედური შემთხვევის ამსახველ სურათზე მსხვერპლი შეიძლება ნაჩვენები იყოს წინა პლანზე, დაჭეჭყილი მანქანა კი-უკანა პლანზე. მანქანა რომ არა სურათს დააკლდებოდა ერთი აუცილებელი დეტალი-მსხვერპლის გამომწვევი მიზეზი. ელემენტების კომბინირება, მანქანა პლუს მსხვერპლი მოკლედ მოგვითხრობს ამბავს.

 

საშუალო პლანით გადაღებული ფოტო მაშინ ხდება შთამბეჭდავი, როცა ფოტოგრაფი “იჭერს” მოქმედებას. ხშირად მოქმედება ისე სწრაფად ხდება, რომ ფოტოგრაფი ვერ ასწრებს გადაღებას, ამიტომ ყველა გაუთვალისწინებელი მომენტისთვის უნდა იყოს მზად.

 

საშუალო პლანის სურათების გადასაღებად მოსახერხებელია ფართოკუთხიანი- 24მმ ან 28 მმ-იანი-ობიექტივის გამოყენება. თუმცა ამ დროს ნორმალურკუთხიანიც (50მმ) გამოგადგებათ.

 Maciej Dakowicz

Maciej Dakowicz

Rarindra Prakarsa

Rarindra Prakarsa

Karl Schuler

Karl Schuler

 

 

Advertisements

Tagged: , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: