ინდური ქორწილი

Dinesh Jeram

Dinesh Jeram

ყველაზე მხიარული ქორწილი მთელ მსოფლიოში ინდოელებს აქვთ. როცა ოჯახი იქმნება ნეფეც და დედოფალიც დასტის (ფენის) წარმომადგენლი უნდა იყოს, რადგან მდიდარს ღარიბ ცოლს არ მოაყვანინებენ, ისევე როგორც ღარიბს არ მიათხოვებენ მდიდარს. სხვათა შორის, ღარიბ ოჯახში დაბადებული და მეე გამდიდრებული ადამიანი მაინც ბოლომდე დაბალი ფენის წარმომადგენელი იქნება.

თხოვა- გათხოვებას ნეფე-პატარძალის მშობლები აგვარებენ.

ყველა კასტას საკუთარი ტრადიცია და საქორწინო კულტურა აქვს, ოღონდ ყველა მათგანს ახასიათებს მხიარულება.

ქორწილში სიძესა და დედოფალს უამრავი დაბრკოლება ექმნებათ, რაც სახალისო სანახავია. წესი, რომელიც ყველა ინდურ ქორწილში გვხვდება, არის ცოლის ძმისგან ფულის აღება. საწყალი სიძე წყალში აწყობს ხელებს და მანამდე არ აქვს მათი ამოღების უფლება, სანამ ცოლის ძმა სასურველი რაოდენობის თანხას არ გადაიხდის. ნეფეს სხვა განსაცდელიც ელის. მას ფეხზე რძეს ასხამენ და ბოლოს მეუღლის თმით აბამენ. ასე უნდა იაროს, სანამ გამოსასყის არ მიიღებენ. ზოგიერთ ნეფე- პატარძალს დიდხანს უწევს ერთმანეთზე გადაჯაჭვული სიარული.

არის ასეთი ტრადიციაც: პატარძლის და სიძის ზძმას ფეხსაცმლებს უმალავს და თუ იგი ფულს არ გადაიხდის, ქორწილში ფეხშიშველი მოუნდება წასვლა.

საწყალ სიძეს არც ცხვირი რჩება მთელი, სიდედრმა სიძე ცხვირით უნდა დაიჭიროს.

brijesh patel

brijesh patel

დიდ ქოთანში რძეს, წყალსა და წითელ საღებავს ურევენ ერთმანეთში. მასში ყრიან მონეტებსა და ბეჭდებს. ნეფე- პატარძალმა უნდა შეძლოს შვიდი ცდის შემდეგ ბეჭდების პოვნა. ვინც პირველი იქნება, ის გაიმარჯვებს და ოჯახში გადამწყვეტი სიტყვაც მას ექნება.

დიდი დატვირთვა აქვს სპილოს ძვლის წითელ სამაჯურებს, რომელსაც დედოფალს ბიძა ჩუქნის. მათ სწამთ რომ ეს საჩუქარი აუცილებლად მოუტანს იღბალს და ბედნიერებას.

ინდური ქორწილისას სიძის მამა ან ძმა ყვავილების ფურცლებს აყრის თავზე ახალდაქორწინებულებს, რათა ავი სულებისგან დაიცვას ისინი. შემდეგ თავს თავზე ადებინებს მათ და სამჯერ შემოავლებს ქოქოსის კაკალს. ქორწილის დღეს სიძე იხურავს ყვავილების ჩალმას, რომელიც ასევე ბოროტი სულებისგან იცავს მას.

დედოფალს უფრო ხშირად წითელი სამოსი აცვია, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში თეთრიც.

დედოფალს ქორწილის დღეს იმდენ სამკაულს უკეთებენ, რამდენის ტარებაც პატარძალს შეუძლია.

პატარძლები ხელებსა და ფეხებს განსაკუთრებული ორნამენტებით იღებავენ.

Damian Gelerstein

Damian Gelerstein

ryan smith

ryan smith

Kishan Harwalkar

Kishan Harwalkar

Advertisements

Tagged: , , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: