ვისი ისტორიაა აღწერილი ნაწარმოებში “მარტინ იდენი”

jack london

jack london

გამხდარი ქალი მეხუთე რიგში იჯდა, თავისი სიყვარულის ამბავს ისმენდა და ტიროდა..

 

ჯეკ ლონდონს კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას თანაკურსელი, არისტოკრატიული ოჯახის შვილი, მზისფერთმიანი მეიბლ ეპლგარტი შეუყვარდა.
დაუჯერებელი კი იყო ,მაგრამ გოგონასაც შეუყვარდა ჯეკი.
სხვათა შორის, ეს ამბავი მხოლოდ ჯეკს ეჩვენებოდა დაუჯერებლად. უხეში, ღონიერი ბიჭი მეიბლსაც ისე ძლიერ იზიდავდა, როგორც ჯეკს-კნაჭა, დახვეწილი მშვენიერი გოგონა.კვირაობით, თუკი დრო და ამინდი ხელს უწყობდა, ნავით სეირნობდნენ.მეიბლი სევდიან ლექსებს უკითხავდა. ჯონი ეუბნებოდა:

 

მე მწერალი ვიქნები!

მეიბლი პირველი იყო,ვინც დაიჯერა მისი. თუმცა არა, კიდევ ერთმა ქალმა, ფლორამ დაუჯერა.

 

ამერიკას ოქროს ციებ-ცხელება მოედო. ჯეკმა ალასკაზე წასვლა გადაწყვიტა. გამგზავრებისას გოგონასთვის ხელიც კი არ უთხოვია. არ იცოდა, წრფელი სიყვარულის გარდა რა უნდა შეეთავაზებინა მისთვის. სანამ ჯეკი გვერდით არ ჰყავდა, ჭკვიანი გოგონა მიხვდა, რომ ვერავინ მისცემდა იმდენს, რამდენსაც ლამაზი და ღარიბი ჯეკი, არავისთან იქნებოდა ისეთი ბედნიერი, როგორც ამ ფიცხ ბიჭთან.

 

ჯეკმა სურავანდი გადაიტანა. ჩრდილოეთიდან უგროშოდ დაბრუნდა. ფოსტალიონად მოეწყო და წერას შეუდგა: წერდა ყველაფერზე, რაც ნახა ,გაიგო, შეიგრძნო, საკუთარ ტყავზე გამოსცადა. მთელი ფული მარკებსა და კონვერტებში ეხარჯებოდა.. დღეში ას გვერდს წერდა. ჟურნალები დაბეჭდვაზე უარს ეუბნებოდნენ. ჯეკი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა როდესაც ერთ-ერთმა ჯურნალმა აუწყა რომ მოთხრობა “მათთვის,ვინც გზაშია” დაიბეჭდებოდა. მალე მეორე ჟურნალმაც დაბეჭდა.

 

მეორე დღეს, გორაკზე, საიდანაც მთელი სან-ფრანცისკო ჩანდა, კეკმა პირველად აკოცა მეიბლ ეპლგარტს და ცოლობა სთხოვა. ბედნიერმა ქალმა უპასუხა:

დიახ

ფრთხილად დაამატა,

მაგრამ დედა რას იტყვის?

 

ჯეკმა გოგონა დაამშვიდა, უთხრა რომ ერთი წელი დანიშნულები იქნებოდნენ და ეს წელი ცნობილ მწერლად გახდომისთვის ეყოფოდა.

 

ნიშნობა გაჭიანურდა, გაიყინა. ჯეკს ძველებურად უყვარდა გოგონა. მის სანახავად დღეში ორმოც კილომეტრს გადიოდა. უცნაურ წერილებს სწერდა. უცებ აღმოაჩინა რომ სან-ფრანცისკოში უამრავლი ქალი ცხოვრობდა. მრავალი მათგანი ლამაზი, ჭკვიანი, დახვეწილი, კარგად აღზრდილი იყო და არ სცხვენოდა ოკლენდის სანაპიროზე გაზრდილ ბიჭთან ურთიერთობა..

 

გოგონას ოჯახში ხელის სათხოვნელად მისულ ჯეკს დედამისმა გამოუცხადა:

-ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩემი გოგონა არ მიმატოვებს სიბერეში
-დიახ, დედა-ჩაიჩურჩულა მეიბლმა.
-მაგრამ, მისის მეიბლ,მე ჯერ იმდენ ფულს ვერ ვშოულობ, რომ ისეთ სახელს, როგორიც თქვენია.. მივხედო.. ოკლენდში კი დედაჩემი ფლორა ცხოვრობს.. მეეჭვება რომ ერთმანეთს შეეწყოთ.

 

ჯეკი მიხვდა, რომ მისი ერთადერთი სიყვარული იმსხვრეოდა. ვერც მეიბლის დედას აიტანდა, რომელიც გამუდმებით იუფროსებდა.მწერლობის შესაძლებლობას არ მისცემდნენ

-დიახ დედა, მე ყოველთვის შენთან ვიქნები,

მორჩილად უთხრა მეიბლმა დედამისს.

 

ჯეკმა მალე ცოლად შეირთო ბესი. არა იმიტომ, რომ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ქალს უყვარდა ლონდონის მოთხრობები. ბესიმ ორი ქალიშვილი გაუჩინა. რამდენიმე წელში ჯეკი ბესის გასცილდა და ჩარმიანი მოიყვანა ცოლად. ვაჟი ვერც ჩარმიანმა გაუჩინა. ჯეკი ჩარმიანთანაც აპირებდა განქორწინებას, მაგრამ სიცოცხლე სიცარიელედ და უინტერესოდ მოეჩვენა და.. უდიდესმა, ცნობილმა, მდიდარმა და ყველასთვის საყვარელმა მწერალმა, 41 წლის ჯეკ ლონდონმა თავი მოიკლა-მორფის სასიკვდილო დოზა მიიღო.

 

ეპლგარტი შინაბერა დარჩა და აღარასდროს არავინ შეჰყვარებია. ჩარმიანი ერთხელ “მარტინ იდენის” საჯარო კითხვისას შეხვდა მეიბლს: გამხდარი ქალი მეხუთე რიგში იჯდა, თავისი სიყვარულის ამბავს ისმენდა და ტიროდა..

Martin Eden

Martin Eden

Advertisements

Tagged: , , , ,

2 thoughts on “ვისი ისტორიაა აღწერილი ნაწარმოებში “მარტინ იდენი”

  1. kushichka June 8, 2013 at 5:54 pm Reply

    როგორ მიყვარს ჯეკ ლონდონი…. აი უზომო… ყველამ უნდა წაიკითხოს!!!

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: