ორთქლის აბაზანა და ზედმეტი წონა

Анастасия Николаева

Анастасия Николаева

ორთქლის აბაზანის სწორად მიღება გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ამ აბაზანების დროს სხეულის მასა კლებულობს, ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის ხარჯზე. ერთი პროცედურის დროს გამოიდევნება ორ ლიტრამდე წყალი და მასთან ერთად მავნე ნივთიერებები, მაგრამ წყალი შეიცავს მინერალურ მარილებსაც. მინერალური მარილების დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა. სწორედ ამის გამო, ორთქლის აბაზანით წონაში სწრაფი დაკლება რეკომენდირებული არ არის. არ შეიძლება ორთქლში ხანგრძლივად ყოფნა, ანდა ძალიან მაღალი ტემპერატურის გამოყენება.

უფრო სწორია ორთქლის აბაზანის ხანმოკლე და ხშირი მიღება. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ორთქლის აბაზანის მიღების დროს, თირკმელების ფუნქციონირებაზე მოქმედებს სხეულის მდებარეობაც. თუკი თქვენ მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებით, თირკმელებიდან გაცილებით მეტი სითხე გამოიდევნება. თუკი ოფლის დენა ინტენსიური არ არის ტანი დაიძილეთ მარილით, თაფლით ან ლუდით.

 

თუკი თქვენ ორთქლის აბაზანას იღებთ წონაში დაკების მიზნით, ამ დროს არ არის რეკომენდირებული ცივი შხაპის გადავლება, ან ცივ წყალში ცურვა, რადგან ეს იწვევს კაპილარების შევიწროვებას, რასაც მოჰყვება ოფლდენის ინტენსივობის შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა.

 

და კიდევ ორი რჩევა:

პირველი – თუკი გახდომა გინდათ, გაითვალისწინეთ, რომ მარილი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას. მაშასადამე, მარილის მოხმარების შემცირების გზითაც შეიძლება წონაში ერთი ორი კილოგრამის დაკლება. მეორე – “თუკი აბანოთი დილით საუზმემდე ისარგებლებთ, ის ძლიერ გამოგაშრობთ, მაგრამ ზოგერ აბანოთი სარგებლობენ დანაყრების შემდეგ, მაშინ ის ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას და სხეულის მოდუნებას.”

 

გაითვალისწინეთ რჩევები და ისარგებლეთ ისეთი იშვიათი ბუნებრივი აბანოებით, როგორიც ჩვენს დედაქალაქშია. წონის დაკარგვასთან ერთად, მხრებიდან წლების სიმძიმეც მოგეხსნებათ და სასიამოვნო სიმსუბუქეს იგრძნობთ.

Advertisements

Tagged: , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: