წყალი და სილამაზე

Emmanuel VASSAL

Emmanuel VASSAL

აბაზანა ეს არის აუცილებელი პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს სხეულის გაკაჟებას, გაჯანსაღებას და გალამაზებას.

 

ჩვენი კანი დღის განმავლობაში, იფარება ოფლით და მტვერით. ამ “ნიადაგზე” შეიძლება გამრავლდეს მილიონობით მიკრობი. დადგენილია, რომ კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე არის 40 მილიონი ბაქტერია. ერთი აბაზანის მიღების შემდეგ დაახლოებით 10 მილიონი ბაქტერია იღუპება. მარტო ამ მაგალითიდანაც ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი ჯანმრთელობისათვის აბაზანის მიღება. ბანაობის დროს ფორები იხსნება, კანი იწყებს სწორად ფუნქციონირებას, სრულყოფილად ეხმარება ფილტვებსა და თირკმელებს.

 

ნებისმიერი აბაზანა ორგანიზმს დასვენებისა და მოდუნების საშუალებას აძლევს. მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რა სახის აბაზანას მივიღებთ ის ან გაგვაკაჟებს, ან დაგვამშვიდებს, ან გაგვალამაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ გვიმკურნალებს კიდეც.

 

აბაზანის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

.1. არ შეიძლება ბანაობა ახლად დანაყრებულ კუჭზე.

.2. ცხელი აბაზანის შემდეგ აუცილებელია ცივი შხაპის მიღება.

.3. არ შეიძლება აბაზანაში წოლა 10-15 წუთზე მეტ ხანს

.4. აბაზანის მიღებისთანავე სასურველია მოსვენება და ძილი, თუკი თქვენ აბაზანა დღისით მიიღეთ, 15 წუთით მაინც წამოწექით და დაისვენეთ.

.5. ცივი აბაზანა ცხადია აკაჟებს ორგანიზმს, მაგრამ იგი უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე.

.6. ძალიან ცხელი აბაზანა ადუნებს გულს, ამიტომ ის პირები რომლებსაც რევმატიული დაავადებები აწუხებთ, აბაზანას უნდა იღებდნენ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

 

ახლა კი შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის აბაზანებს, არჩევანი თქვენზეა.

 

დასამშვიდებელი აბაზანა: ამ აბაზანის მიღება რეკომენდირებულია მძიმე და მომქანცველი სამუშაოს შემდეგ. ჯერ იბანავეთ, შემდეგ აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ჩაყარეთ ორი მუჭა მარილი და ჩაწექით 15 წუთით. თუკი ასეთ აბაზანას კვირაში ერთხელ მაინც მიიღებთ ერთი თვის შემდეგ აშკარად იგრძნობთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

ენერგიის აღსადგენი აბაზანა: ეს აბაზანა უნდა იყოს ძალიან თბილი და ხანმოკლე, მაქსიმუმ 5 წთი. წყალს დაუმატოთ ორი სუფრის კოვზი წიწვის ექსტრატი. აბაზანის მიღებისას გაიკეთეთ ფეხების მასაჟი.მასაჟი კეთდება წრიული მოძრაობით, ქვევიდან ზევით.

 

ზღვის წყლის აბაზანა: ზღვის წყალი აყუჩებს ტკივილს, კურნავს კანის სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს, ამშვიდებს ნერვიულ სისტემებს, ორგანიზმს უბრუნებს მხნეობას. ზღვის წყლის აბაზანის მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი ზღვაზე გამზაგვრება. აფთიაქში იყიდება ზღვის მარილი. ორი პარკი ასეთი მარილი სრულიად საკმარისია ერთი აბაზანის მისაღებად.

Kirill Sokolov

Kirill Sokolov

camille jougla

camille jougla

Maks Mei

Maks Mei

Advertisements

Tagged: , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: