ასაკი და კოსმეტიკა

vanesa paradisსუფთა და ნაზი კანი, სახის სასიამოვნო ფერი, ქალის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ვენერას ფიგურა და პიერ კარდენის შეკერილი კაბაც კი ვერ გაალამაზებს დამჭკნარ, ნაოჭიან და მოუვლელ სახის კანს. მისი მოვლა კოსმეტიკური ხელოვნების უპირველესი ამოცანაა. მოუვლელობით გაფუჭებული სახისკანის მოწესრიგება არც თუ ისე ადვილი საქმეა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კანს აქვს თვითაღდგენის საოცარი უნარიც.

მაშ ასე, ცოტაოდენი ყურადღება საკუთრ გარეგნობას, დღეში სულ რაღაც 15-20 წუთი და თქვენ შესძლებთ შეინარჩუნოთ ელასტიური და ნაზი სახის კანი 17-დან 80 წლამდე.

14-20 წლამდე.

ამ ასაკის გოგონებისთვის დაუშვებელია ჰორმონალური კრემების ხმარება. კანის სისტემატური მოვლა უნდა დაიწყოთ თოთხმეტი წლის ასაკიდან. სწორედ გარდამავალ ასაკში, ჰორმონალური ცვლილებების გამო ხშირად კანზე ჩნდება სხვადასხვა სახის დეფექტები. ჩნდება მუწუკები და ფერისმჭამელები, რაც შემდგომში იწვევს ფორების გაღრმავებას და სისხლძარღვების გაფართოებას. უნდა გავითვალისწინოთ ის ფსიქოლოგიური დისკომფორტიც, რომელსაც ამ დროს მოზარდი განიცდის, თავისი არასასიამოვნო გარემოების გამო.

ამ ასაკში უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სისუფთავის დაცვა. აუცილებელია ყოველ საღამოს შხაპის მიღება. შხაპის დროს ნუ დაინანებთ საპონს, ხოლო დაბანვის შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი. შხაპი დაამთავრეთ ხან თბილი და ხან ცივი წყლის გადავლებით. აბაზანის მიღება საკმარისია კვირაში ორჯერ. ამ დროს სასურველია წყლის დამარბილებელი საშუალებების ხმარება. თუ ნაზი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, სახე გაიწმინდეთ მაკიაჟის მოსაცილებელი კრემით.

სახის დასაბანად უნდა იქონიოთ სპეციალური ღრუბელი, რომელიც ყოველი ხმარების შემდეგ კარგად უნდა გაირეცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურეცხავი ღრუბელიც შეიძლება ინფექციის წყაროდ იქცეს. საჭიროა ინდივიდუალური პირსახოცის ხმარება. იგი ხშირად უნდა გამოცვალოთ. ცხიმიანი კანი დაბანვის შემდეგ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ. ლოსიონი შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ.

ლოსიონის დამზადება:

Capture

თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლია სახე გაიწმინდოთ ლიმონის წვენისა და ოდეკოლონის ნარევით.

თუკი თქვენ ნორმალური კანი გაქვთ და მალე ოცი წლისაც უნდა გახდეთ, კვირაში ერთხელ განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, გაიკეთეთ შემდეგი სახის ნიღბები:

აიღეთ ერთი კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, ან არაჟანის და ლიმონის წვენისგან შემზადებული მასა. ძალიან ეფექტურია ხაჭოსა და მარწყვისაგან დამზადებული ნიღაბი, შავი პურისა და რძის ნიღაბი.

Capture

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყველა ეფექტური პრეპარატები, ჰორმონალური კრემები-აქტიური ბიოლოგიური დანამატებით, განკუთვნილია უფროსებისთვის. თქვენთვის სრულიად საკმარისი იქნება ისეთი მსუბუქი მკვებავი კრემების ხმარება, როგორიცაა კიტრის, მარწყვის, საბავშვო და სხვა.

ახლა კი მინდა აგიხსნათ, როგორ შეიძლება აღნიშნული კრემების დამზადება საკუთარი ხელით.

კრემის დამზადება:

აიღეთ ახლად შედღვებილი კარაქი დაახლოებით 100 გრამი, კარაქს შეათქვიფეთ ნახევარი ჩაის ჭიქა კიტრის ან მარწყვის წვენი. მიღებული მასა 12 საათით შედგით აირღუმელში. აირღუმელში ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით ორმოცდაათი გრადუსი. აირღუმელიდან გამოღების შემდეგ, ჯერ კიდევ თბილ მასას შეურიეთ, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. კრემი მაცივარში მოათავსეთ.

Capture

გამოიმუშავეთ ჩვევა, არასოდეს არ დაიბანოთ პირი, ონკანის ქლორირებული წყლით. საღამოს ძილის წინ მოიმარაგეთ ანადუღარი წყალი, დილით პირის დასაბანად. დაიმახსოვრეთ, ფერისმჭამელებისა და მუწუკების სამკურნალო კრემი არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ მთელ სახეზე.

Advertisements

Tagged: , , , , , , ,

თუ გსურს, დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: